![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b2/Jean-Paul_Laurens_-_The_Byzantine_Emperor_Honorius_-_1880.jpg/640px-Jean-Paul_Laurens_-_The_Byzantine_Emperor_Honorius_-_1880.jpg&w=640&q=50)
ჰონორიუსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰონორიუსი (ლათ. Flavius Honorius Augustus; დ. 9 სექტემბერი, 384 — გ. 15 აგვისტო, 423) — დასავლეთ რომის იმპერიის მმართველი 395–423 წლებში. ჰონორიუსი იყო იმპერატორ თეოდოსიუსის უმცროსი ვაჟი და აღმოსავლეთ რომის იმპერატორ არკადიუსის ძმა. მისი მმართველობის პერიოდი დასავლეთ რომის იმპერიის სწრაფი დაკნინების სტანდარტების მიხედვითაც კი ქაოტური და არასაიმედო იყო. მისი დე-ფაქტო მმართველობის მთავარ საყრდენს მთავარი გენერალი, ფლავიუს სტილიქონი, რომელიც ჯერ მის მეურვეს (ბავშვობისას), ხოლო შემდეგ კი სიმამრს (როდესაც ის სრულწლოვანი გახდა) წარმოადგენდა. სტილიქონის ეს თანამდებობა იმპერიას გარკვეულწილად მაინც უნარჩუნებდა სტაბილურობას, მაგრამ მისი სიკვდილით დასჯის შემდეგ, იმპერია ნგრევის ზღვარზე აღმოჩნდა.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰონორიუსი (მრავალმნიშვნელოვანი). |
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b2/Jean-Paul_Laurens_-_The_Byzantine_Emperor_Honorius_-_1880.jpg/640px-Jean-Paul_Laurens_-_The_Byzantine_Emperor_Honorius_-_1880.jpg)