წყარო ცოდნისა
From Wikipedia, the free encyclopedia
წყარო ცოდნისა – საღვთისმეტყველო მოძღვრების კლასიკური სახელმძღვანელო. წარმოადგენს ტრილოგიას და შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:
- დიალექტიკა (ძვ.ქართულ თარგმანში – ფილოსოფიური თავები)
- 100 ერესის შესახებ(ძვ.ქ. – წვალებათათვის)
- მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა(ძვ.ქ. – გარდამოცემაი უცილობელი მართლმადიდებელთა სარწმუნოებისაი,შემოკლებით – გარდამოცემა)
![]() | ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია გამართვას საჭიროებს. |
ტრილოგიას წინ უძღვის ავტორის, იოანე დამასკელის, ეპისტოლე კოზმა მაიუმის ეპისკოპოსის მიმართ.ეპისტოლე წარმოადგენს შუასაუკუნეებისათის ტიპური პროომიონის ანალოგს, ანუ ეპისტოლეს აქვს წიგნის შესავლის ფუნქცია. შესავალში იოანე დამასკელი შუასაუკუნეების ავტორისათვის ნიშანდობლივი მობოდიშებით ლაპარაკობს თავის მოკრძალებულ როლზე წიგნის შექმნის საქმეში. აღნიშნავს, რომ მან იტვირთა მძიმე ტვირთი "შეკადრებად შეუძლებელთა". მითითებულია თავისი წიგნის რაობა და შედგენილობა და ის შემოქმედებითი პრინციპები, რომლებითაც სარგებლობდა ტრილოგიის შექმნის დროს.
პირველი ნაწილი ტრილოგიისა არის "ფილოსოფიური თავები", ანუ როგორც მას მოგვიანებით ეწოდა – "დიალექტიკა".შუა საუკუნეების სქოლასტიკის ენაზე დიალექტიკას ჰქონდა ლოგიკის, ლოგიკური აზროვნებისა და მსჯელობის ხელოვნების გაგება. სწორედ დიალექტიკას უკავშირდება ქრისტიანული ღვთისმეტყველების რაციონალური დასაბუთების ფუნქცია.
მეორე ნაწილია წიგნი "წვალებათათვის". ის არის ტრილოგიის ისტორიული ნაწილი, განხილულია სხვადასხვა სახის ერესი და ატარებს პოლემიკურ ხასიათს.ავტორის შეხედულებით, ყველა წვალება ძირითადად ოთხი წყაროდან არის აღმოცენებული. ესენია: ბარბარიზმი, სკვითიზმი, ელინიზმი და იუდაიზმი. განხილულია 100 სხვადასხვა ერესი. როგორც ავტორი აღნიშნავს, წვალებათა მოძღვრების ანალიზი აუცილებელია იმ მიზნით, რომ ნათელი მოეფინოს მათ ცდომილებას, ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისგან მათ განსხვავებას.
"ფილოსოფიური თავები" და "წვალებათათვის" ერთგავრი მოამზადებელი საფეხურია ტრილოგიის მესამე, ძირითადი ნაწილისა, რომელსაც ეწოდება "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწვნითი გადმოცემა", ანუ მოკლედ "გარდამოცემა".
"გარდამოცემა" ეძღვნება ქრისტიანული ღვთისმეტყველების არსის ჩვენებას. ან წიგნში ერთიანი, მთლიანი სისტემის სახით წარმოდგენილია ქრისტიანულ–მართლმადიდებლური მოძღვრება, დაფუძნებული რწმენისა და ცოდნის ნაზავზე.
"გარდამოცემაში" მოთხრობილია ღმერთის ერთობის, მიუწვდომლობის შესახებ, წმინდა სამების ბუნებისა და პირთა შესახებ, მათი თვისებების, ერთობისა და განყოფილების შესახებ. მოთხრობილია სამყაროს შექმნაზე, ანგელოზებზე,დემონებზე, ეშმაკის შესახებ, სამყაროს სტიქიებზე, ადამიანზე; ცაკლე თავები ეძღვენება ანთროპოლოგიის, ფსიქოლოგიის საკითხებს. საგანგებო და ვრცელი მსჯელობის საგანია ქრისტოლოგიური ხასიათის საკითხები, ორი ბუნებისა და ერთი ჰიპოსტასის მრავალპლანიანი პრობლემა.განხილულია წმ. ღვთისმშობლის მარადქალწულობის დოგმატი, ხატების, ნათლისღების, ჯვარცმის, სამოთხისა და სხვა ქრისტიანულ საიდუმლოთა არსი.