მომხმარებელი:Ruby0837/კიმთა საგვარეულო (ჩრდილოეთ კორეა)
From Wikipedia, the free encyclopedia
კიმთა საგვარეულო (კიმთა ოჯახი, კიმთა დინასტია) არის ჩრდილოეთ კორეის მეთაურობის სამ თაობიანი მემკვიდრეობითი ხაზი, რომელიც წარმოიშვა ქვეყნის დამფუძნებლისა და პირველი მეთაურისგან, კიმ ირ სენისგან. კიმი ჩრდილოეთს სათავეში 1948 წელს ჩაუდგა, მას შემდეგ რაც იაპონიის მმართველობის დასრულებამ გაყო რეგიონი 1945 წელს. მან დაიწყო კორეის ომი 1950 წელს, კორეის ნახევარკუნძულის გაერთიანების წარუმატებელი მცდელობით. 1980-იან წლებში კიმ ირ სენმა ჩამოიყალიბა პიროვნების კულტი, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ფილოსოფიასთან, ჯუჩესთან. 1994 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ, კიმ ირ სენის უზენაესი ლიდერის როლი გადაეცა მის შვილს, კიმ ჩენ ირს, შემდეგ კი მის შვილიშვილს კიმ ჩენ ინს. სამივე მამაკაცი მსახურობდა კორეის შრომის პარტიის მეთაურად და ახორციელებდა სრულ კონტროლს ჩრდილოეთ კორეაზე 1948 წელს სახელმწიფოს დაარსების შემდეგ.
ჩრდილოეთ კორეის მთავრობა უარყოფს, რომ კიმთა ოჯახის გარშემო არსებობს პიროვნების კულტი და ოჯახისადმი ხალხის ერთგულებას აღწერს, როგორც მმართველობისადმი მხარდაჭერის ერის პირად გამოვლინებას. [1] კიმთა ოჯახი აღწერილია, როგორც დე ფაქტო აბსოლუტური მონარქია [2] [3] [4] ან მემკვიდრეობითი დიქტატურა .