პანამის არხის ზონა
From Wikipedia, the free encyclopedia
პანამის არხის ზონა (ესპ. Zona del Canal de Panamá) ეწოდებოდა ამერიკის ყოფილ ტერიტორიას, რომელიც მოიცავდა პანამის არხს და 8 კილომეტრის სიგანის ტერიტორიას არხის ორივე მხარეს, ასევე ქალაქებს პანამა და კოლონი, ზონის მთლიანი ფართობი შეადგენდა 1,430 კვადრატულ კილომეტრს. მის საზღვრებში მოქცეული იყო პანამის ორი პროვინცია. ზონა 1903 წლის 18 ნოემბერს ჰეი-ბუნაუ-ვარილის ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა.
პანამის არხის ზონა Zona del Canal de Panamá ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ტერიტორია | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
დევიზი "გაყოფილი მიწა, გაერთიანებული მსოფლიო" | |||||||||
დედაქალაქი | ბალბოა | ||||||||
ისტორია | |||||||||
- დაარსება | 18 ნოემბერი 1903 | ||||||||
- გაუქმება | 1979 | ||||||||
1904 წლის 26 თებერვალს გამოცხადდა ისტმიანის არხის კონვენცია, როლის საფუძველზეც პანამამ ამერიკას გადასცა ზონის ტერიტორია და მასზე არსებული წყალი განკარგვის სრული უფლებით, მათ შორის: სამშენებლო, განვითარების და ნებისმიერი სხვა გამოყენებისათვის. 1977 წელს ტორიხოს-კარტერის ხელშეკრულებით არხი გამოცხადდა ნეიტრალურ ტერიტორიად.[1] 1979 წლამდე ტერიტორია იყო ამერიკის განკარგულებაში, სადაც მან ააშენა არხი და ახორციელებდა მის მართვას. 1979-1999 წლებში არხი იყო ამერიკა-პანამის ერთობლივი კონტროლის ქვეშ.