ასუნსიონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ასუნსიონი (ესპ. Asunción. სრული სახელი: ლა-მუი-ნობლე-ი-ლეალ-სიუდად-დე-ნუესტრა-სენიორა-სანტა-მარია-დე-ლა-ასუნსიონ) — პარაგვაის დედაქალაქი, ქვეყნის უდიდესი და პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ცენტრი. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მდინარე პარაგვაის მარცხენა სანაპიროზე. მდინარე პარაგვაი და ასუნსიონის ყურე ქალაქს აცალკევებს პარაგვაისა და არგენტინის ოკუპირებული რეგიონებისგან. ქალაქის დანარჩენი ნაწილი გარშემორტყმულია ცენტრალური დეპარტამენტით.
დედაქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ასუნსიონი Asunción | |||||
| |||||
ქვეყანა | პარაგვაი | ||||
კოორდინატები | 25°17′47″ ს. გ. 57°38′29″ დ. გ. | ||||
დაარსდა | 1537 | ||||
ფართობი | 117 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 43 მ | ||||
მოსახლეობა | 512 112 კაცი (2002) | ||||
სიმჭიდროვე | 4 377 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 1 639 000 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-4, ზაფხულში UTC-3 | ||||
სატელეფონო კოდი | +55 021 | ||||
საფოსტო ინდექსი | 1001–1925 | ||||
ოფიციალური საიტი | mca.gov.py | ||||
ქალაქი ავტონომუირია, არ მიეკუთვნება სხვა დეპარტამენტებს. მეტროპოლიტენის არეალი, სახელად Gran Asunción, მოიცავს ქალაქებს: სან-ლორენცო, ფერნანდო-დე-ლა-მორა, ლამბარე, ლუკე, მარიანო-როკე-ალონსო, ნიემბი, სან-ანტონიო, ლიმპიო, კაპიატა და ვილია-ელისა, რომლებიც ცენტრალური დეპარტამენტის ნაწილებია. ასუნსიონის მეტროპოლიტში დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
ასუნსიონი არის სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი და ყველაზე ხანგრძლივად დასახლებული ტერიტორია ლა-პლატის დაბლობში; ამის გამო იგი ცნობილია, როგორც „ქალაქების დედა“.
გლობალიზაციისა და მსოფლიო ქალაქების კვლევის ქსელის მიხედვით ასუნსიონი მიიჩნევა „გამა ქალაქად“.[1] არის ქვეყნის მთავრობისა და ძირითადი პორტის ადგილსამყოფელი. ასუნსიონის მახლობლად მდებარეობს კონმებოლის სათავო ოფისი (სამხრეთ ამერიკაში ფეხბურთის ასოციაციის კონტინენტური მმართველი ორგანო). მიიჩნევა, რომ ასუნსიონი არის ერთ-ერთი ყველაზე იაფი ქალაქი მსოფლიოში უცხოელი ვიზიტორებისთვის.[2]