კონმებოლი
From Wikipedia, the free encyclopedia
კონმებოლი (ესპ. CONfederacion sudaMEricana de FutBOL, ასევე გამოიყენება აბრევიატურა CSF) — საფეხბურთო ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს სამხრეთ ამერიკულ ფეხბურთს და სამხრეთ ამერიკული ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებს. მისი მოვალეობაა სხვადასხვა საკლუბო და სანაკრებო ტურნირების გამართვა და მათი ორგანიზება.
კონმებოლი | |
---|---|
შეიქმნა | 9 ივლისი, 1916; 107 წლის წინ (1916-07-09) |
ტიპი | სპორტული ფედერაცია |
შტაბ-ბინა | ლუკე, პარაგვაი |
მდებარეობა | 25°15′38″ ს. გ. 57°30′58″ დ. გ. |
ემსახურება რეგიონს | სამხრეთი ამერიკა |
წევრები | 10 ეროვნული ასოციაცია |
ენა |
ესპანური პორტუგალიური |
მდივანი | ხოსე ასტიგარაგა |
პრეზიდენტი | ალეხანდრო დომინგესი |
ვიცე-პრეზიდენტი |
ლაურეანო გონსალესი კლაუდიო ტაპია (მე-2) არტურო სალაჰი (მე-3) |
მდივანი | როლანდო ლოპესი |
მშობელი ორგანიზაცია | ფიფა |
ქვეყანა | პარაგვაი |
თავმჯდომარე | Alejandro Domínguez |
კავშირები | ფიფა |
ოფიციალური საიტი |
კონმებოლი დაარსდა 1916 წლის 9 ივლისს, ურუგვაელი ექტორ გომესის მოწადინებით. ასოციაციის პირველი წევრები არგენტინა, ბრაზილია, ურუგვაი და ჩილე გახდნენ. სწორედ მათი მონაწილეობით გაიმართა პირველი ოფიციალური სანაკრებო საფეხბურთო ტურნირი სამხრეთ ამერიკაში, რომელიც ჩატარდა ბუენოს-აირესში, არგენტინის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად.
დღეს კონმებოლი ფიფა-ს წევრია, რომლის წევრებმა ცხრაჯერ მოიგეს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი (ხუთჯერ ბრაზილიამ, ორ-ორჯერ არგენტინამ და ურუგვაიმ). იგი მსოფლიოში უძველესი საფეხბურთო კონტინენტალური ასოციაციაა. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს პარაგვაიში, ქალაქ ლუკეში. ამჟამად კონმებოლის პრეზიდენტია პარაგვაელი ალეხანდრო დომინგეს უილსონ-სმითი.[1]