განათლება იაპონიაში
From Wikipedia, the free encyclopedia
განათლება იაპონიაში სავალდებულოა ელემენტარული და საშუალოს ქვედა დონეზე. [1] ქვედა საშუალო დონის მოსწავლეების უმეტესობა საჯარო სკოლებში სწავლობს, მაგრამ კერძო განათლება პოპულარულია ზედა საშუალო და საუნივერსიტეტო დონის მსურველთათვის.
დაწყებით კლასებამდე საგანმანათლებლო პროცესი მიმდინარეობს საბავშვო ბაღებსა და დღის ცენტრებში. საზოგადოებრივი და კერძო დღის ცენტრები იღებენ 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებს. მათი სამუშაო პროგრამები შეესაბამება საბავშვო ბაღების პროგრამებს. საბავშვო ბაღებში საგანმანათლებლო მიდგომა ლავირებს არაკონსტრუქციულ გარემოში, რაც ხაზგასმით აღნიშნავს მაღალ სტრუქტურულ გარემოში თამაშის შესაძლებლობას, რომელიც ორიენტირებულია ბავშვის კერძო ელემენტარულ სკოლაში მისაღებ გამოცდაზე. აკადემიური წელი იწყება აპრილში და მთავრდება მარტში. საზაფხულო და ზამთრის არდადეგები აგვისტოს ბოლოსა და დეკემბერ-იანვარშია. გარდა ამისა, არსებობს კიდევ რამდენიმე დასვენების დღე აკადემიური წლის განმავლობაში. აკადემიური წლის პერიოდი ელემენტარულ სკოლებში იგივეა, რაც შემდგომი დონის სასწავლებლებში ქვეყნის მასშტაბით.
იაპონელი სტუდენტები OECD-ის სტუდენტებს შორის მაღალ დონეზე არიან წიგნიერების ხარისხის, მათემატიკისა და მეცნიერების ცოდნის თვალსაზრისით. ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია, ანუ OECD-ის PISA-ს ანუ საერთაშორისო სტუდენტური შეფასების პროგრამაში წიგნიერების, მათემატიკისა და სხვა მეცნიერებების თვალსაზრისით იაპონიამ მოსწავლეზე საშუალოდ 540 ქულას მიაღწია. ამგვარად, ქვეყანას OECD-ის ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე განათლებული შრომითი კადრები ჰყავს. იაპონიის მოსახლეობას კარგი განათლება აქვს მიღებული. ამგვარად, ქვეყნის საზოგადოება მაღალ შეფასებას აძლევს განათლებას, როგორც სოციალური მობილობის პლატფორმას და ქვეყნის მაღალტექნოლოგიურ ეკონომიკაში დასაქმების გარანტს. მაღალკვალიფიციური და დახელოვნებული ადამიანების დამსახურებაა ქვეყნის გამოყვანა იაპონიის ომის შემდგომი ეკონომიკური კრიზისიდან და შემდგომი ეკონომიკური ზრდა. ყოველი მესამე უმაღლეს დამთავრებული იაპონიაში, განსაკუთრებით კი მეცნიერებისა და საინჟინრო კურსდამთავრებულები, ეკონომიკურად და სოციალურად დიდად ასარგებლებენ ქვეყნის ეკონომიკას თავიანთი განათლებით და უნარებით. პროპორციულად, მთლიანი შიდა პროდუქტის სწავლის ხარჯები OECDის საშუალოზე ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიაში ერთი სტუდენტზე გაწეული ხარჯები შედარებით მაღალია იაპონიაში, მთლიანი შიდა პროდუქტის საერთო ხარჯები მაინც მცირე რჩება. 2015 წელს, იაპონიის საჯარო ხარჯებმა სწავლებაზე შეადგინა მშპ-ს მხოლოდ 3.5%, ეს კი ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის საშუალოზე ნაკლებია და შეადგენს 4.7%-ს. 2014 წელს გამოვლინდა, რომ ქვეყნის 25-დან 64 წლამდე ასაკის მოსახლეობის 48%-ს უმაღლესი განათლება აქვს. გარდა ამისა, ბაკალავრის ხარისხი იაპონიის 59% -ს, და მათი ასაკი მერყეობს 25-34 წლებს შორის. OECD-ში იაპონიამ მეოთხე ადგილი დაიკავა, როცა მეორეზე სამხრეთ კორეა გავიდა. იაპონიის ეკონომიკა მეტწილად სამეცნიერო და ტექნოლოგიური ხასიათისაა და ამის მიხედვით მისი შრომის ბაზარი ითხოვს იმ ადამიანებს, რომლებმაც მიიღეს გარკვეული სახის უმაღლესი განათლება, განსაკუთრებით კი მეცნიერებასა და საინჟინრო დარგში. სკოლის კურსდამთავრებულთა დაახლოებით 75.9% ამთავრებს უნივერსიტეტს, კოლეჯს, სავაჭრო სკოლას, ან სხვა უმაღლეს სასწავლებელს.
იაპონიის განათლების სისტემა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ათწლეულების განმავლობაში იაპონიის აღდგენისა და სწრაფი ეკონომიკურ ზრდაში ძირითად როლს ასრულებდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, განათლების სამართლისა და სკოლების განათლების კანონი ამოქმედდა. სკოლის თანამედროვე სისტემა მოქმედებს უკვე მრავალი ათწლეულის განმავლობაში. ეს არის ექვსწლიანი დაწყებითი სკოლა, სამწლიანი საბაზო საშუალო სკოლა, სამწლიანი საშუალო სკოლა და ორ ან ოთხწლიანი უმაღლესი სასწავლებელი. მიუხედავად იმისა, რომ იაპონია PISA-ს ტესტებით საკმაოდ მაღლა დგას, მის საგანმანათლებლო სისტემას აკრიტიკებენ ყურადღების ცენტრში არსებულ სტანდარტიზირებულ ტესტირების და შესაბამისობაზე,[2][3] bullying problems;[2][4][5] and its strong academic pressure on students.და სტუდენტებზე მისი ძლიერი აკადემიური ზეწოლის გამო.[6]