იაპონია
From Wikipedia, the free encyclopedia
იაპონია (日本 ნიჰონ ), ოფიციალურად იაპონიის სახელმწიფო (日本国 ნიპონ-კოკუ (?·i) ან ნიჰონ-კოკუ) — კუნძულოვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ აზიაში[4]. მდებარეობს წყნარ ოკეანეში, იაპონიის ზღვის აღმოსავლეთ. იაპონიის ტერიტორიული წყლები ესაზღვრება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეასა და რუსეთის ფედერაციას. იაპონიის ორიგინალური სახელწოდების ზუსტი ქართული თარგმანია „მზის სამშობლო“[5].
იაპონია 日本国 იაპონია |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: კიმი გა იო (იაპონ. 君が代?) |
||||||
იაპონიის პრემიერ მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის ბეჭედი პავლოვნია (იაპონ. 五七桐 'გო-სიჩი ნო კირი'?) |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ტოკიო 35°41′ ჩ. გ. 139°46′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | იაპონური (დე-ფაქტო) | |||||
მთავრობა | საპარლამენტო დემოკრატია კონსტიტუციური მონარქია | |||||
- | იმპერატორი | ნარუჰიტო | ||||
- | პრ.-მინისტრი | ფუმიო კიშიდა | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 377 944[1] კმ2 (62-ე) | ||||
- | წყალი (%) | 0.8 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2015 შეფასებით | 126 880 000[2] (მე-10) | ||||
- | 2010 აღწერა | 128 056 026[3] | ||||
- | სიმჭიდროვე | 337,1 კაცი/კმ2 (36-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2007 შეფასებით | |||||
- | სულ | $4.346 ტრილიონი (მე-3) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $33 800 (34-ე) | ||||
აგი (2007) | 0.953 (მაღალი) (მე-8) | |||||
ვალუტა | იენი (¥) (JPY ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC +09:00 | |||||
ქვეყნის კოდი | JPN | |||||
Internet TLD | .jp | |||||
სატელეფონო კოდი | 81 |
იაპონია 6852 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგია[6]. იაპონიის ოთხი უდიდესი კუნძულია ჰონსიუ, ჰოკაიდო, კიუსიუ და სიკოკუ, რომლებიც ერთობლივად ქვეყნის ტერიტორიის 97 %–ს შეადგენენ. იაპონიის ლანდშაფტი მკაცრია, 4/5-ზე მეტი მთებს უკავია. გვხვდება ბევრი მოქმედი და მიძინებული ვულკანი. მთა ფუძი, რომლის სიმაღლე 3776 მეტრა, წარმოადგენს იაპონიის ყველაზე მაღალ მთასა და ერთ-ერთ მიძინებულ ვულკანს. ნალექებმა და ზოგადად, რბილმა ტემპერატურამ ქვეყნის უდიდეს ნაწილში წარმოქმნა აყვავებული მცენარეული საფარი და, მთიანი რელიეფისა და არასახარბიელო ნიადაგების მიუხედავად, შესაძლებელი გახადა სხვადასხვა მრავალფეროვანი კულტურების მოყვანა. მოსახლეობის მიხედვით იაპონიას მსოფლიოში მეათე ადგილი უკავია.
იაპონიაში 127 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. დიდი ტოკიო, რომლის შემადგენლობაში შედის ასევე ქვეყნის დე ფაქტო დედაქაალაქი ტოკიო და მის ირგვლივ მდებარე რამდენიმე პრეფექტურა, სადაც 30 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, დედამიწის უდიდესი ქალაქია[5].
არქეოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ ადამიანებმა იაპოონიის ტერიტორია ათობით ათასი წლის განმავლობაში დაიკავეს. ტერმინი იაპონია პირველად მოხსენიებულია ჩ. წ. I საუკუნით დათარიღებულ ჩინურ ტექსტში. ადრეულ საუკუნეებში ჩინეთთან და კორეასთან კონტაქტმა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა კუნძულებზე. მათ შორისაა: ჩინური დამწერლობის სისტემა, ბუდიზმი და მრავალი მხატვრული ფორმა კონტინენტიდან. ქვეყნის პოლიტიკური გაერთიანების პირველი ნაბიჯები დაახ. IV საუკუნის ბოოსა და V საუკუნის დასაწყისში გადაიდგა იამატოს მმართველობის პერიოდში. იაპონიის კონსტიტუციამ, რომელიც 1947 წელს მიიღეს, იაპონია უნიტარულ კონსტიტუციური მონარქიად გამოაცხადა, იმპერატორითა და არჩევითი პარლამენტით[5].
მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკურ ძალას,[7] იაპონიას მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკა აქვს მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით და მესამე — მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით. გარდა ამისა, იაპონია არის ერთადერთი აზიური ქვეყანა დიდ შვიდეულში და გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი[5]. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიამ ოფიციალურად უარყო ომის წარმოების შესაძლებლობა, მას გააჩნია ძლიერი და თანამედროვე ჯარი, რომელიც გამოიყენება თავდაცვისა და სამშვიდობო ოპერაციებისათვის. ამომავალი მზის ქვეყანა არის განვითარებული სახელმწიფო ცხოვრების მაღალი სტანდარტით. იაპონელების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მსოფლიოში ყველაზე გრძელია[8].