გლედის კუპერი
From Wikipedia, the free encyclopedia
დეიმ გლედის კონსტენს კუპერი (ინგლ. Dame Gladys Constance Cooper; დ. 18 დეკემბერი, 1888 — გ. 17 ნოემბერი, 1971) — ინგლისელი მსახიობი, რომლის კარიერა სცენაზე, ფილმებში და ტელევიზიაში სამოცდაათ წელს მოიცავს.
გლედის კუპერი | |
---|---|
კუპერი 1913 წელს | |
დაბადების სახელი | გლედის კონსტენს კუპერი |
დაბადების თარიღი |
18 დეკემბერი, 1888 ლონდონი, ინგლისი |
გარდაცვალების თარიღი |
17 ნოემბერი, 1971 (82 წლის) ოქსფორდშირი, ინგლისი |
ეროვნება | ინგლისელი |
მოქალაქეობა | ინგლისი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1905–1971 |
მეუღლე(ები) |
ჰერბერტ ჯონ ბაკმასტერი (იქ. 1908–21) ნევილ პირსონი (იქ. 1927–36) ფილიპ მერივეილი (იქ. 1937–46) |
პირველ მსოფლიო ომამდე მონაწილეობას იღებდა მუნჯ ფილმებში და თამაშობდა დრამატულ როლებს. 1930-იან წლებში სისტემატიურად თამაშობდა როგორც ბროდვეის თეატრში, ასევე „West End“-ის თეატრში. კუპერმა დიდი წარმატება მოიპოვა სხვადასხვა პერსონაჟების როლების შესრულებით. 1943 წელს ითამაშა ბიოგრაფიულ დრამაში, „ბერნადეტის სიმღერა“, 1964 წელს გადაიღეს კომედიურ მიუზიკლში, „ჩემი მშვენიერი ლედი“, ხოლო 1942 წელს მონაწილეობა მიიღო ამერიკულ დრამაში, „წინ მოგზაურო“. აღნიშნული როლების შესრულებისთვის კუპერმა აიღო სამი ოსკარის ნომინაცია, საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში. 1950-იანი წლებიდან 1960-იან წლებამდე თამაშობდა როგორც სცენაზე, ასევე ეკრანზე. მან სცენაზე ვარსკვლავობა სიცოცხლის ბოლომდე გააგრძელა.