პირველი მსოფლიო ომი
From Wikipedia, the free encyclopedia
პირველი მსოფლიო ომი (ცნობილი როგორც ომი ყველა ომის დასასრულებლად (ინგლ. The war to end all wars) და დიდი ომი (ინგლ. The Great War)) — ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში (მეორე მსოფლიო ომამდე), რომელსაც დაახლოებით 8.5 მილიონი მებრძოლის და 13 მილიონი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა,[5] გამოწვეული გენოციდების და ომთან დაკავშირებული ესპანური გრიპის შედეგად კიდევ 17-100 მილიონი ადამიანი დაიღუპა.[6][7][8]
პირველი მსოფლიო ომი | |||
---|---|---|---|
თარიღი |
1914 წლის 28 ივლისი — 1918 წლის 11 ნოემბერი სამშვიდობო ხელშეკრულებები
| ||
მდებარეობა | ევროპა, აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი, აზია, წყნარი ოკეანე, ოკეანია, წყარი ოკეანის კუნძულები, ატლანტის ოკეანე | ||
Casus belli | 1914 წ. 28 ივნისს ავსტრიის ერცჰერცოგის ფრანც ფერდინანდის მკვლელობა | ||
შედეგი |
| ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
პირველი მსოფლიო ომი ვიკისაწყობში |
მოკავშირეთა ძალებმა ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთისა და მოგვიანებით, იტალიისა და აშშ-ის მეთაურობით დაამარცხეს ცენტრალური ძალები გერმანიის იმპერიის, ავსტრია-უნგრეთისა და ოსმალეთის იმპერიის აქსისში.
ბრძოლების უდიდესი ნაწილი განხორციელდა დასავლეთის ფრონტის გასწვრივ ჩრდილოეთის ზღვიდან შვეიცარიის საზღვრამდე. აღმოსავლეთის ფრონტზე, კონფლიქტის მასშტაბი იგივე იყო, თუმცა ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის გამო ტექნიკურად ნაკლებად აღჭურვილი. შეტაკებები განხორციელდა ზღვაზე და მის ქვეშ, და პირველად ისტორიაში - ჰაერშიც.
ომს შედეგად ოთხი იმპერიის დაშლა მოჰყვა: ავსტრია-უნგრეთის, გერმანიის, ოსმალეთისა და რუსეთის. გერმანიამ დაკარგა მისი ზღვისიქითა იმპერია და ახალი სახელმწიფოები - ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი და იუგოსლავია შეიქმნა. ამ ომის შედეგები მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა მეორე მსოფლიო ომის განვითარებაში დაახ. 20 წლით გვიან.