დარა ტორესი
From Wikipedia, the free encyclopedia
დარა გრეის ტორესი (ინგლ. Dara Grace Torres; დ. 15 აპრილი, 1967) — ამერიკელი მოცურავე , რომელიც თორმეტჯერ გახდა ოლიმპიური მედალოსანი და მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი. ტორესი არის პირველი მოცურავე,რომელმაც აშშ-ს დროშის ქვეშ ხუთჯერ მიიღო მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში(1984, 1988, 1992, 2000 და 2008) და ბოლოს 41 წლის ასაკში მიიღო უფლება გამოსულიყო ოლიმპიადაზე. 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადაში მან მონაწილეობა მიიღო 50 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში, 4×100-მეტრზე კომბინირებულ ესტაფეტაში და 4×100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში და სამივე შეჯიბრებაში ვერცხლის მედლები მოიგო.
დარა ტორესი | |
---|---|
ტორესი ვერცხლის მედლის მოგების შემდეგ 2008 წლის ოლიმპიადაზე | |
დაბადების თარიღი |
15 აპრილი, 1967 (1967-04-15) (57 წლის) ბევერლი ჰილზი, კალიფორნია |
საქმიანობა | მოცურავე |
სიმაღლე | 1.80 მ |
წონა | 68 კგ |
საიტი | daratorres.com |
ტორესმა მოიგო თორმეტი ოლიმპიური მედალი (ოთხი ოქროს, ოთხი ვერცხლის, ოთხი ბრინჯაოს). იგი ერთ-ერთი ყველაზე მეტი მედლის მფლობელია ქალთა შორის ცურვაში ჯენი ტომპსონთან და ნატალი კოგლინთან ერთად. ტორესმა 33 წლის ასაკში მოიპოვა ხუთი მედალი 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, იგი აშშ-ის ოლიმპიური გუნდის ყველაზე ასაკოვანი წევრი იყო. მან ასევე მოიგო მინიმუმ ერთი მედალი ხუთივე ოლიმპიადაზე, რომელშიც მონაწილეობდა.