ნატალი კოგლინი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნატალი კოგლინი (ინგლ. Natalie Anne Coughlin Hall; დ. 23 აგვისტო, 1982) — ამერიკელი მოცურავე. ოლიმპიური თამაშების თორმეტ გზის მედალოსანი. კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლისას, იგი გახდა პირველი ქალი, რომელმაც 100 მეტრზე ზურგით ცურვას წუთზე ნაკლები დრო მოანდომა. 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, იგი გახდა პირველი ამერიკელი ქალი სპორტსმენი, რომელმაც მოიპოვა ექვსი ოლიმპიური მედალი ერთ ოლიმპიადაზე და პირველი ქალი, რომელმაც ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს მედალი 100 მეტრზე ზურგზე ცურვაში[1]. 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მან 4 × 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ესტაფეტაში მოიპოვა ბრინჯაო. იგი ჯენი ტომპსონთან და დარა ტორესიდარა ტორესთან ერთად გახდა ყველაზე მეტი მედლის მფლობელი მოცურავეები ოლიმპიადების ისტორიაში. მთლიანობაში ნატალი კოგლინს თავისი კარიერის მანძილზე მოპოვებული აქვს 12 ოლიმპიური მედალი, 20 მსოფლიო ჩემპიონატის მედალი დიდ აუზში, 7 მსოფლიო ჩემპიონატის მედალი პატარა აუზში.
ნატალი კოგლინი | |
---|---|
ნატალი კოგლინი, 2018 | |
დაბადების თარიღი |
23 აგვისტო, 1983 ვალეხო, კალიფორნია, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
სიმაღლე | 173 სმ |
წონა | 63 კგ |
საიტი | nataliecoighlin.net |
კოგლინის წარმატებამ მას ერთხელ მოაპოვებინა წლის მოცურავის და სამჯერ წლის ამერიკელი მოცურავის ტიტული.