ვასედას უნივერსიტეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ვასედას უნივერსიტეტი (იაპონ. 早稲田大学, აბრ. სოდაი (早大)) ― კერძო კვლევითი უნივერსიტეტი შინჯუკუში, ტოკიოში. დაარსდა 1882 წელს, როგორც Tōkyō Senmon Gakkō, ოკუმა სიგენობუს მიერ. სკოლას ვასედას უნივერსიტეტი 1902 წელს ეწოდა.[8]
დევიზი | 学問の独立 |
---|---|
დაფუძნდა | 1882 |
ატარებს სახელს | Waseda |
დამფუძნებელი (-ები) | ოკუმა სიგენობუ |
ტიპი | კერძო უნივერსიტეტი, უნივერსიტეტი და academic publisher |
თავმჯდომარე | Aiji Tanaka[1] |
სტუდენტი | 47 094[2] |
მისამართი | 東京都新宿区戸塚町1丁目104 |
ქვეყანა | იაპონია |
ტელეფონი | +81-3-3203-7747[3] |
ფერები | maroon |
კავშირები | OpenPOWER Foundation[4] , arXiv[5] , Association of Pacific Rim Universities[6] და Open Education Global[7] |
აფილაცია | Universitas 21 |
https://www.waseda.jp/ და https://www.waseda.jp/top/en/ |
უნივერსიტეტს მრავალი ცნობილი კურსდამთავრებული ჰყავს, მათ შორის იაპონიის 9 პრემიერ-მინისტრი,[9] a იაპონური ლიტერატურის მნიშვნელოვანი ფიგურები, მათ შორის ჰარუკი მურაკამი, ასევე, მრავალი აღმასრულებელი დირექტორი: ტადაში იანაი ― UNIQLO-ს აღმასრულებელი დირექტორილ, ნობუიუკი იდეი ― Sony-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ტაკეო ფუკუი ― ჰონდას ყოფილი პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, ნორიო სასაკი ― Toshiba-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ლი კუნ-ჰეე Samsung Group-ის თავმჯდომარე, მიკიო სასაკი ― Mitsubishi-ს ყოფილი თავმჯდომარე და ჰიროში იამაუჩი და შუნტარო ფურუკავა ― Nintendo-ს ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტები. 2017 წელს QS-ის კურსდამთავრებულთა დასაქმებადობის რეიტინგში ვასედას უნივერსიტეტს 26-ე ადგილი ეკავა, ხოლო Times-ის Higher education Alma Mater Index-ში ― 48-ე.
ვასედას უნივერსიტეტი იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია. განსაკუთრებით ცნობილია ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სპეციალობებით. რეიტინგებში ხშირად მის მეტოქე უნივერსიტეტთან, კეიოს უნივერსიტეტთან ერთად იაპონიის საუკეთეო კერძო უნივერსიტეტებს შორისაა დასახელებული. 2020-2021 წლებში QS-ის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში ვასედას უნივერსიტეტს 189-ე ადგილი ეკავა. უნივერსიტეტი შერჩეულია ტოპ ტიპის (A ტიპი) უნივერსიტეტებს შორის და იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტროს მიერ ტოპ გლობალურ საუნივერსიტეტო პროექტშია შეყვანილი.[10] უნივერსიტეტი არის RU11-სა და APRU-ს წევრი.
უნივერსიტეტი 36 დეპარტამენტს მოიცავს: 13 საბაკალავრო სკოლა, ხოლო 23 სამაგისტრო და სადოქტორო სკოლაა. 2016 წლის მაისში უნივერსიტეტში 42 860 ბაკალავრი და 8 269 მაგისტრი და დოქტორი სწავლობდა. გარდა შინჯუკუში მდებარე ცენტრალური კამპუსისა, უნივერსიტეტის კამპუსები მდებარეობს ჩუოში, ნიშიტოკიოში, ტოკოროზავაში, ჰონჯოსა და კიტაკიუშუში. შინჯუკუს მთავარ კამპუსში უნივერსიტეტი 21 კვლევით ინსტიტუტსაც მოიცავს. ვასედას საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა იაპონიის ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკაა, რომელშიც 4.5 მილიონი ტომი და 46 000 სერიაა დაცული.