ინგლისის პრემიერლიგა 2018–2019
From Wikipedia, the free encyclopedia
ინგლისის პრემიერლიგა 2018–2019 — ინგლისის პროფესიული საფეხბურთო ლიგის პრემიერლიგის 27-ე სეზონი. ტურნირი დაიწყო 2018 წლის 10 აგვისტოს და დასრულდა 2019 წლის 12 მაისს.[2][3] გათამაშებაში ოცმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყო 2017–18 წლის პრემიერლიგის 17 და 3 გუნდი, რომლებმაც ჩემპიონშიპის საპრიზო ადგილები დაიკავეს და აღზევდნენ უმაღლეს დივიზიონში, ესენია: ვულვერჰემპტონ უონდერერსი, კარდიფ სიტი და ფულემი, მათ ჩაანაცვლეს წინა წლის პრემიერლიგის ბოლო ადგილოსნები: ვესტ ბრომვიჩ ალბიონი, სუონსი სიტი და სტოკ სიტი, რომლებმაც ასპარეობა ჩემპიონშიპში განაგრძეს.[4]
სეზონი | 2018–19 | ||
---|---|---|---|
ჩემპიონი |
მანჩესტერ სიტი მე-4 პრემიერლიგა მე-6 ინგლისის ჩემპიონობა | ||
დაქვეითდა |
კარდიფ სიტი ფულემი ჰადერსფილდ თაუნი | ||
ჩემპიონთა ლიგა |
მანჩესტერ სიტი ლივერპული ჩელსი ტოტენჰემ ჰოტსპური | ||
ევროპა ლიგა |
არსენალი მანჩესტერ იუნაიტედი ვულვერჰემპტონ უონდერერსი | ||
ჩატ. შეხვედრა | 380 | ||
გატანილი გოლი | 1072 | ||
ბომბარდირი |
პიერ-ემერიკ ობამეიანგი სადიო მანე მოჰამედ სალაჰი (22 გოლი თითოეულს) | ||
უდიდესი საშინაო მოგება |
მანჩესტერ სიტი 6–0 ჩელსი (10 თებერვალი 2019) | ||
უდიდესი საგარეო მოგება |
კარდიფ სიტი 0–5 მანჩესტერ სიტი (22 სექტემბერი 2018) ბრაიტონი და ჰოუ ალბიონი 0–5 ბორნმუთი (13 აპრილი 2019) | ||
უხვგოლიანი შეხვედრა |
ევერტონი 2–6 ტოტენჰემ ჰოტსპური (23 დეკემბერი 2018) კრისტალ პალასი 5–3 ბორნმუთი (12 მაისი 2019) | ||
უდიდესი გამარჯვებათა სერია |
14 მატჩი[1] მანჩესტერ სიტი | ||
უდიდესი დაუმარცხებელი სერია |
20 მატჩი[1] ლივერპული | ||
უდიდესი მარცხთა სერია |
14 მატჩი[1] ჰადერსფილდ თაუნი | ||
უმაღლესი დასწრება |
81,332 ტოტენჰემ ჰოტსპური 1–1 არსენალი (2 მარტი 2019)[1] | ||
უდაბლესი დასწრება |
9,980 ბორნმუთი 2–1 ჰადერსფილდთაუნი (4 დეკემბერი 2018)[1] | ||
საშუალო დასწრება | 38,182[1] | ||
|
მოქმედმა ჩემპიონმა მანჩესტერ სიტიმ შეძლო ტიტულის დაცვა, ეს მანჩესტერული კლუბისთის რიგით მეოთხე პრემიერლიგა (მეექვსე ინგლისის ჩემპიონობა). მათ ბოლო 14 თამაში მოიგეს და ტურნირის გამარჯვებული ბოლო თამაშში გახდნენ 98 ქულით. მეორე ადგილოსანმა ლივერპულმა 97 ქულა აიღო, რაც ინგლისის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გასულისთვის უმაღლესი ქულაა.