ლივერპული (საფეხბურთო კლუბი)
From Wikipedia, the free encyclopedia
საფეხბურთო კლუბი „ლივერპული“ (ინგლ. Liverpool F.C.) — ინგლისის საფეხბურთო კლუბი ქალაქ ლივერპულიდან, ასპარეზობს ინგლისის უმაღლეს ჩემპიონატში პრემიერლიგაში. კლუბს მოგებული აქვს ექვსჯერ ჩემპიონთა ლიგა, მეტჯერ ვიდრე რომელიმე ინგლისურ კლუბს, სამი უეფა-ს თასი, ოთხი უეფა-ს სუპერთასი, ერთი ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, შიდა ტურნირებში ლივეპული ცხრამეტჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, შვიდჯერ მოიგო ასოციაციის თასი, ყველაზე მეტჯერ რვაჯერ მოიპოვა ინგლისის ლიგის თასი და ხუთჯერ საფეხბურთო სუპერთასი.
სრული სახელი | Liverpool Football Club | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი | The Reds (წითლები) | |||
დაარსდა | 3 ივნისი, 1892 | |||
სტადიონი |
ენფილდი ლივერპული, ინგლისი (ტევადობა: 53,394 მაყურებელი) | |||
პრეზიდენტი | ტომ ვერნერი | |||
მწვრთნელი | იურგენ კლოპი | |||
კაპიტანი | ჯორდან ჰენდერსონი | |||
ლიგა | პრემიერლიგა | |||
2022-23 | მე-5 ადგილი | |||
|
1892 წელს დაარსებიდან ერთ წელში კლუბი ხდება ინგლისის საფეხბურთო ლიგის წევრი, არსებობის ისტორიის განმავლობაში ლივერპულის საშინაო არენა ენფილდის სტადიონია. 1970-იანები და 1980-იანები კლუბის ოქროს წლებია, ბილ შენკლის, ბობი პეიზლის, ჯო ფაგანის და კენი დალგლიშის მწვრთნელობის პერიოდში ლივერპული თერთმეტჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი და ოთხჯერ მოიპოვა ევროპის თასი. რაფაელ ბენიტესის მწვრთნელობისას და სტივენ ჯერარდის კაპიტონობისას 2005 წელს ლივერპული მეხუთედ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამაჯვებული. იურგენ კლოპის მწვრთნელობისას 2019 წელს ლივერპული მეექვსედ დაეუფლა ევროპის ჩემპიონობას, ერთი წლის შემდეგ კი 2019-20 პრემიერლიგის გამარჯვება იზეიმა, რაც კლუბისთვის 30 წლიანი პაუზის შემდეგ მეცხრამეტე ინგლისი ჩემპიონობაა.
2019 წლის მონაცემებით ლივერპული მსოფლიოში მეშვიდე ყველაზე შემოსავლიანი კლუბია, წლიურად €604 მილიონი,[1] ხოლო კლუბის ღირებულება $2.183 მილიარდს შეადგეს და საფეხბუთო კლუბების რეიტინგში მერვე ადგილს იკავებს.[2] ლივერპულს დიდხნიანი მეტოქეობა აქვს მანჩესტერ იუნაიტედთან და ევერტონთან.
კლუბის მხარდამჭერები მონაწილეობდნენ ორ დიდ ტრაგედიაში: 1985 წელს ბრიუსელში ევროპის თასის ფინალში ლივერპულის ფანები თავს დაესხნენ იუვენტუსის ფანების ზონას, რის შემდეგაც სტადიონის კედელმა ვერ გაუძლო ხალხის მასას და ჩამოინგრა, ეიზელის სტადიონის კატასტროფას 39 ადამიანი ემსხვერპლა - უმეტესად იტალიელები. ინგლისური კლუბები ხუთი წლით მოიკვეთა ევროპული ტურნირებიდან. 1989 წელს ჰილსბოროს სტადიონზე 96 ლივერპულის ფანი ჭყლეტვაში დაიღუპა.
1964 წლამდე კლუბის ფორმა იყო წითელი მაისური და თეთრი შორტი, ცვლილების შემდეგ კი მთლიანად წითელი გახდა. ლივერპულის ჰიმნია „You'll Never Walk Alone“.