ისლამის ოქროს ხანა
From Wikipedia, the free encyclopedia
ისლამის ოქროს ხანა ან ისლამური რენესანსი[1] [2] — ისტორიული პერიოდი VIII საუკუნის შუა პერიოდიდან XIII საუკუნის შუა ხანებამდე, რომლის დასაწყისში არაბთა სახალიფო უდიდესი სახელმწიფო იყო. სახალიფოს ფარგლებში ჩამოყალიბდა საერთო მუსლიმური კულტურული სივრცე, რომელიც არსებობას მისი დაშლის შემდეგაც აგრძელებდა. ამ პერიოდში მოღვაწე მეცნიერებმა, მწერლებმა და მხატვრებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მსოფლიო მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაში. არაბთა სახალიფოს დაშლის შემდეგ, ისლამური კულტურის განვითარება მცირე ხნით აიტაცა სამანიდების სპარსულმა სახელმწიფომ, ხოლო შემდეგ მორიგეობით თურქთა მუსლიმურმა დინასტიებმა - ღაზნიმ, ყარახანიდებმა, თემურიდებმა, სელჩუკებმა, ჰულაგუიდმა. ჰოვარდ ტერნერი წერდა: ”მუსლიმმა მხატვრებმა და მეცნიერებმა, ხელოსნებმა და მთავრებმა ერთად შექმნეს უნიკალური კულტურა, რომელმაც პირდაპირი და არაპირდაპირი გავლენა იქონია ყველა კონტინენტზე”.
ისლამური რენესანსის პერიოდში განვითარდა მათემატიკა, მედიცინა, ფილოსოფია, ფიზიკა, ქიმია და სხვა მეცნიერებები. ისლამური კულტურა, რომელიც სამხრეთ ესპანეთიდან ჩინეთამდეა გადაჭიმული, აითვისა სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის მეცნიერთა მიღწევები. მან განავითარა ეგვიპტელების, ბერძნებისა, რომაელების ცოდნა და მიაღწია იმ მიღწევებს, რომლებმაც აღორძინების ეპოქას შექმნა.[3][4]