კანადის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები
From Wikipedia, the free encyclopedia
კანადის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები (ინგლ. Canada national rugby union team) — ეროვნული ნაკრები, რომელიც ქვეყანას წარმოადგენს რაგბის საერთაშორისო მატჩებში და ტურნირებში. ადმინისტრაციულად კანადის ეროვნულ ნაკრებს მართავს კანადის რაგბის კავშირი, რომელიც წარმოადგენს კანადას რაგბის საერთაშორისო კავშირში. ეროვნული ნაკრები თამაშობს წითელი და შავი ფორმებით.
კავშირი | რაგბი კანადა | ||
---|---|---|---|
მეტსახელ(ებ)ი | ნეკერჩხლის ფოთლები | ||
ემბლემა | ნეკერჩხლის ფოთოლი | ||
მწვრთნელ(ებ)ი | კინგსლი ჯონსი | ||
კაპიტანი | ტაილერ ერდრონი | ||
ყველაზე მეტი ქულა | ჯეიმზ პრიჩარდი (607) | ||
ყველაზე მეტი ლელო | დ.ტ.ჰ ვან დერ მერვე (38) | ||
| |||
პირველი საერთაშორისო მატჩი | |||
იაპონია 9 – 8 კანადა (31-01-1932) | |||
უდიდესი გამარჯვება | |||
კანადა 71 – 3 ბარბადოსი (24-06-2006) | |||
უარესი დამარცხება | |||
ინგლისი 70 – 0 კანადა (13-11-2004) | |||
მსოფლიო ჩემპიონატი | |||
გამოსვლები | 7 (პირველი 1987) | ||
საუკეთესო შედეგი | მეოთხედფინალი, 1991 |
პირველი სარაგბო თამაში კანადელი მორაგბეების მონაწილეობით გაიმართა 1874 წელს, როდესაც მაკგილის უნივერსიტეტის მოთამაშეები შეხვდნენ თავიანთ თანატოლებს ჰარვარდის უნივერსიტეტიდან ქალაქ კემბრიჯში. მას შემდეგ ყოველ წლისს ნოემბერში ტარდება ამ ორ საუნივერსიტეტო გუნდებს შორის შეხვედრა 1870-იანი წლების რაგბის წესების მიხედვით. თავისი პირველი შეხვედრა კანადის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ჩაატარა 1932 წლის 31 იანვარს და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა იაპონიის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებთან.
კანადის ეროვნულმა ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ყველა გათამაშებაში. ამ ტურნირებში ყველაზე უფრო დიდი წარმატება იყო ნაკრების გასვლა მეოთხედფინალში 1991 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე. ამას გარდა 2011 წლამდე კანადელი მორაგბეები ყოველწლიურად მონაწილეობდნენ ჩერჩილის თასის ტურნირზე. უკანასკნელ ორ გათამაშებაში კანადელებმა შეძლეს ფინალში გასვლა, მაგრამ ორივეჯერ დამარცხდნენ ინგლისის მეორე ნაკრებთან.
კანადის ეროვნული ნაკრები 2015 წლამდე უძლიერესი იყო ჩრდილოეთ ამერიკაში და მეორე კონტინენტზე არგენტინის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შემდეგ.