კანადა
From Wikipedia, the free encyclopedia
კანადა (ინგლ. Canada) — ქვეყანა ჩრდილოეთი ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში. მისი 10 პროვინცია და 3 ტერიტორია დასავლეთიდან-აღმოსავლეთით ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე, ხოლო ჩრდილოეთით არქტიკის ოკეანემდეა გადაჭიმული. ფართობის მიხედვით კანადას მსოფლიოში მეორე ადგილი უკავია და მსოფლიოში ყველაზე გრძელი სანაპირო ხაზი აქვს. გამოირჩევა მრავალფეროვანი მეტეოროლოგიური და გეოლოგიური რეგიონებით. ქვეყანა არ არის მჭიდროდ დასახლებული. მოსახლეობის უმრავლესობა 55-ე პარალელის სამხრეთით, ურბანულ ტერიტორიებზე ცხოვრობს. კანადის დედალაქია ოტავა. უდიდესი მეტროპოლიური ტერიტორიებია: ტორონტო, მონრეალი და ვანკუვერი. სახმელეთო მეზობლებიდან მხოლოდ ერთი ქვეყანა ესაზღვრება – აშშ, დასავლეთიდან ესაზღვრება აშშ-ს შტატი ალასკა.
ტერმინს „კანადა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ კანადა (მრავალმნიშვნელოვანი). |
კანადა Canada |
|||||
---|---|---|---|---|---|
დევიზი: „ზღვიდან ზღვამდე“ | |||||
ჰიმნი: „O Canada“თარგი:Parabr |
|||||
|
|||||
დედაქალაქი | ოტავა 45°24′ ჩ. გ. 75°40′ ა. გ. | ||||
უდიდესი ქალაქი | ტორონტო | ||||
ოფიციალური ენა | ინგლისური, ფრანგული | ||||
მთავრობა | ფედერალური საპარლამენტო კონსტიტუციური მონარქია | ||||
- | მონარქი | ჩარლზ III | |||
- | გენერალ-გუბერნატორი | მერი საიმონი | |||
- | პრემიერ-მინისტრი | ჯასტინ ტრიუდო | |||
ფართობი | |||||
- | სულ | 9,984,670 კმ2 (მე-2) | |||
- | წყალი (%) | 11.76 (2015) | |||
მოსახლეობა | |||||
- | 2021 აღწერა | 36 991 981 | |||
- | სიმჭიდროვე | 4.2 კაცი/კმ2 (236) | |||
მშპ (მუპ) | 2023 შეფასებით | ||||
- | სულ | $2.385 ტრილიონი (მე-15) | |||
- | ერთ მოსახლეზე | $60 177 (28-ე) | |||
აგი (2021) | 0.936 (მაღალი) (მე-15) | ||||
ვალუტა | კანადური დოლარი ($) (CAD ) |
||||
დროის სარტყელი | (UTC -3,5-დან -8-მდე.) | ||||
- | ზაფხულის (DST) | (UTC -2,5-დან -7-მდე.) (UTC) | |||
ქვეყნის კოდი | CAN | ||||
Internet TLD | .ca | ||||
სატელეფონო კოდი | +1 |
კანადის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან სახლობდნენ მკვიდრი აბორიგენები. XV საუკუნიდან ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დაიწყეს კანადის ტერიტორიების დაკავება, თავდაპირველად ისინი მხოლოდ სანაპირო ზოლში სახლობდნენ. მოგვიანებით მათ ქვეყნის ძირითადი ტერიტორიები დაიკავეს და დაიწყეს ბრძოლა ჰეგემონობისათვის. ამ მიზნით 1756 წელს ევროპაში დაწყებულმა შვიდწლიანმა ომმა მეტროპოლიების კოლონიებში გადაინაცვლა. დიდმა ბრიტანეთმა კანადის ტერიტორიაზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, ბრიტანეთმა დაიკავა კვებეკი. ქვეყანაში შეიქმნა კანადის კონფედერცია. მოგვიანებით კანადის შემადგენლობაში შევიდა ჩრდილოური არქტიკული ტერიტორიები. 1931 წელს კანადამ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ამის შემდეგ ქვეყნის შემადგენლობაში გარკვეული ტერიტორიები კვლავ შევიდა.
კანადა ფედერაციული სახემწიფოა, ქვეყანა შედგება ათი პროვინციისა და სამი ტერიტორიისაგან, კანადის მმართველია პრემიერ-მინისტრი, სიმბოლურად ემორჩილება გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ს და შესულია ერთა თანამეგობრობაში. ქვეყნის ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. კანადა გაერთიანებულია მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათგან აღსანიშნავია: ნატო, დიდი რვიანი, დიდი ოციანი, OECD, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, OAS, აზია-წყნარი ოკეანური ორგანიზაცია, და გაერო. ადამიანის განვითარების ინდექსის მაჩვენებლით კანადა მე-8 პოზიციაზეა მსოფლიოში.