კოპა ინტერამერიკანა
From Wikipedia, the free encyclopedia
კოპა ინტერამერიკანა (ესპ. Copa Interamericana, პორტ. Taça Interamericana, ინგლ. Interamerican Cup) — კონკაკაფის და კონმებოლის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი, რომელიც იმართებოდა 1969–1998 წლებში. ტურნირის ფორმატი ითვალისწინებდა ლიბერტადორესის თასისა და კონკაკაფის ჩემპიონთა თასის მფლობელ გუნდებს შორის ორ შეხვედრას — სტუმრად და შინ. ტურნირმა არსებობა შეწყვიტა მას შემდეგ რაც 1998 წლიდან კონკაკაფის საფეხბურთო კლუბებმა (უმთავრესად მექსიკურმა) მონაწილეობის მიღება დაიწყეს კონმებოლის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებზე. კოპა ინტერამერიკანას შექმნას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ კონმებოლის და უეფას მხრიდან კონკაკაფის საფეხბურთო კლუბებს უარი ეთქვათ საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშებაში მონაწილეობის მიღებაზე. რამდენადაც, აღნიშნული ტურნირის სახელწოდების ქართული თარგმანი — „ამერიკათაშორისო თასი“ — საკონტინენტთაშორისო თასის მსგავსად არ არის დამკვიდრებული ქართულენოვან საფეხბურთო ლიტერატურასა თუ პერიოდიკაში, ამდენად, მას ორიგინალური დასახელებით მოიხსენიებენ.
დაარსდა | 1968 |
---|---|
გაუქმდა | 1998 |
რეგიონი |
ჩრდილოეთ ამერიკა ცენტრალური ამერიკა კარიბები სამხრეთ ამერიკა |
გუნდების რაოდენობა | 2 |
ყველაზე ტიტულ. გუნდი | ინდეპენდიენტე |
მოქმედი გამარჯვებული | დი სი იუნაიტედი |
სულ გაიმართა ამ თასის 18 გათამაშება. კოპა ინტერამერიკანას პირველი (1969) გათამაშების გამარჯვებული გახდა ლა-პლატას „ესტუდიანტესი“, რომელმაც სამი მატჩის ჯამში დაამარცხა ტოლუკას „დეპორტივო ტოლუკა“[1][2][3]