კორდილიერის ადმინისტრაციული რეგიონი
ფილიპინების რეგიონი / From Wikipedia, the free encyclopedia
კორდილიერის ადმინისტრაციული რეგიონი, აგრეთვე ცნობილი როგორც კორდილიერის რეგიონი (ილოკანურ ენაზე: Rehion/Deppaar Administratibo ti Kordiliera, ტაგალურ ენაზე: Rehiyong Pampangasiwaan ng Cordillera) — ფილიპინების ადმინისტრაციული რეგიონი. მდებარეობს ლუსონის კუნძულზე. იგი ქვეყნის ერთადერთი ჩაკეტილი რეგიონია, რომელსაც დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან ილოკოსის რეგიონი ესაზღვრება, ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან კი — კაგაიანის ხეობის რეგიონი. კორდილიერის ადმინისტრაციული რეგიონი ფილიპინების 17 რეგიონს შორის უმცირესია მოსახლეობის რაოდენობით. მისი მოსახლეობა ქალაქ მანილის მოსახლეობაზე ნაკლებია.
ადმინისტრაციული ერთეული | ||
---|---|---|
კორდილიერის ადმინისტრაციული რეგიონი | ||
ქვეყანა | ფილიპინები | |
ადმ. ცენტრი | ბაგიო | |
შიდა დაყოფა | აბრა (პროვინცია), აპაიაო, ბენგეტი, იფუგაო, კალინგა (პროვინცია), Mountain Province და ბაგიო | |
კოორდინატები | 17°10′00″ ჩ. გ. 121°10′00″ ა. გ. | |
დაარსდა | 1987[1] | |
ფართობი | 19422.03 კმ² | |
მოსახლეობა | 1 797 660 (1 მაისი, 2020)[2] | |
| ||
რეგიონი შედგება ექვსი ჩაკეტილი პროვინციისგან: აბრა, აპაიაო, ბენგეტი, იფუგაო, კალინგა და მთის პროვინცია. რეგიონული ცენტრი მაღალურბანიზირებული ქალაქი ბაგიოა.
ხმელეთით ჩაკეტილი რეგიონი ოფიციალურად 1987 წლის 15 ივლისს შეიქმნა.[3] ის ფარავს ლუსონის ცენტრალური კორდილიერის მთიანეთის უმეტეს ნაწილს და არაერთი ეთნიკური ჯგუფის საბინადროს წარმოადგენს.