მავრეტანია
From Wikipedia, the free encyclopedia
მავრეტანია — ანტიკურ ხანაში წარმოადგენდა ლიბიის ნაწილს და მდებარეობდა ნუმიდიის დასავლეთით. დღეის მდგომარეობით ის შეესაბამება მაროკოს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს, დავავლეთ ალჟირს და ესპანეთის ქალაქებს: სეუტა და მელილია.
სწრაფი ფაქტები
მავრეტანია | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
მავრეტანია (მუქად), რომის ფარგლებში (ძვ. წ. 116). | ||||
ენა | ლათინური, ბერბერული | |||
რელიგია | ძველი რომის რელიგია (ადგილობრივი რწმენები) | |||
მეფე | პირველი ცნობილი: ბაგასი დაახ. (ძვ.წ. 225 წ.) ბოლო: პტოლემეი (23-40) | |||
მმართველობის ფორმა | ტომობრივი, ვასალური სახელმწიფო, რომის პროვინცია | |||
ანტიკური ხანა | დაარსებ (ძვ.წ. 200-მდე) რომის იმპერიის ვასალი (ძვ.წ. 33) რომის პროვინცია (44წ.) ვანდალების მიერ დაპყრობა (430-იანები) რომის შემადგენლობაში დაბრუნება (533წ.) არაბების მიერ მაღრიბის დაპყრობა (698) | |||
დახურვა
მავრეტანია წარმოადგენდა დამოუკიდებელ ტომობრივ სამეფოს ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნიდან ძვ. წ 33 წლამდე, როდესაც ის გახდა რომის ვასალური სახელმწიფო. ხოლო ახალი წელთაღრიცხვით 40 წელს, ხოლო ბოლო მეფის პტოლემეის გარდაცვალების შემდეგ ის გადაიქცა რომის პროვინციად. მავრეტანია 430-იან წლებში დაიპყრეს ვანდალებმა, თუმცა აღმოსავლეთ რომის იმპერიამ ის 533 წელს დაიბრუნა. ტერიტორია ბოლოს 698 წელს დაიპყრეს არაბებმა.