მარკუს პორციუს კატონი (უმცროსი)
From Wikipedia, the free encyclopedia
მარკუს პორციუს კატონი (დ. ძვ. წ. 95, რომი — გ. ძვ. წ. 46, უტიკა, კართაგენთან ახლანდელი ტუნისი) — რომაელი სახელმწიფო მოღვაწე და ორატორი.
მარკუს პორციუს კატონი დაიბადა ძვ. წ. 95 წარჩინებული რომაული გვარის — პორციუს კატონის ოჯახში. მისი დიდი პაპა იყო მარკუს პორციუს კატონი (უფროსი). კატონი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა თავისი სიდინჯით და აუმღრევლობით. ნებისმიერ ვნებათგან დაუძლეველი, მტკიცე და შუპოვარი ხასიათის მქონე კატონი ადრეული რესპუბლიკის პრინციპთა უდიდეს დამცველად მოევლინა რომს. კატონი უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა მთელს სახელმწიფოში, სადაც ცნობილი იყო როგორც უაღრესად ღირსეული და არაკორუმპირებული ადამიანი. პლუტარქეს სიტყვებით ის იყო უხეში მლიქვნელთადმი და შეუპოვარი მტრებისადმი; ძალზედ თავდაჭერილი პიროვნება; მისი გაცინება არ იყო ადვილი საქმე; ძალზედ ძნელი იყო, აგრეთვე, მისი განრისხება, მაგრამ უკვე განრისხებულის დაწყნარება კი, არა ნაკლებ რთული... კატონმა, ჩვეულებისამებრ გაიარა სამხედრო სამსახური: ძვ. წ 67-დან მაკედონიაში ტრიბუნად მსახურობდა. ძვ. წ. 65 იგი აირჩიეს კვესტორად. არმიაში მსახურობის შემდგომ კატონმა პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო. ძვ. წ. 54 კატონი პრეტორის მოვალეობას ასრულებდა.