პლატონი
ბერძენი ფილოსოფოსი / From Wikipedia, the free encyclopedia
პლატონი (ბერძ. Πλάτων) (დაახ. 21 მაისი ?, ძვ. წ. 427 – 347) — ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კლასიკური ხანის ბერძენი ფილოსოფოსი, სოკრატეს მოსწავლე, არისტოტელეს მასწავლებელი, ფილოსოფიური დიალოგების ავტორი, ათენის აკადემიის დამფუძნებელი.
პლატონი | |
---|---|
ძვ. ბერძნ. Πλάτων | |
დაბ. თარიღი | არაუადრეს ძვ. წ. 428 და არაუგვიანეს ძვ. წ. 427 |
დაბ. ადგილი | ათენი[1] [2] |
გარდ. თარიღი | არაუადრეს ძვ. წ. 348 და არაუგვიანეს ძვ. წ. 347 |
გარდ. ადგილი | ათენი[2] |
დასაფლავებულია | უცნობი |
მოქალაქეობა | ძველი ათენი[3] |
საქმიანობა | ფილოსოფოსი[4] , ეპიგრამატისტი, პოეტი, მწერალი[5] და philosopher of law |
განთქმული მოსწავლეები | არისტოტელე, Axiothea of Phlius, ევდოქსე კნიდოსელი, ქსენოკრატე ქალკედონელი, Lastheneia of Mantinea, ჰერაკლიდე პონტოელი, Speusippus, Chaeron of Pellene, Philippus of Opus, Leon of Byzantium, Coriscus of Scepsis, Demetrios of Amphipolis, Erastus of Scepsis, Euphraeus, Heraclides of Aenus, Hestiaeus of Perinthus, Python of Aenus, Timolaus of Cyzicus, Euaeon of Lampsacus, Theodectes[6] [7] და თეოფრასტე[8] [9] |
მამა | არისტონ ათენელი[10] [11] |
დედა | Perictione[10] |
პლატონი ინტენსიურად ასწავლიდა აკადემიაში და ასევე დაწერილი აქვს ნაშრომები მრავალ ფილოსოფიურ თემაზე, რომელთაგან უმთავრესი მისი დიალოგებია, თუმცა ასევე შემორჩენილია რამდენიმე ეპიგრამა და წერილები. მიჩნეულია, რომ პლატონის დიალოგები თითქმის სრულიად არის შემორჩენილი ორიგინალში. თუმცა, ზოგიერთი დიალოგი, რომელსაც ბერძნები პლატონს მიაწერდნენ, ამჟამად მიიჩნევა, რომ უფრო ადრინდელი წარმოშობის უნდა იყოს (მაგ. პირველი ალკიბიადე, კლიტოფონი) ან კიდევ ფალსიფიცირებული (მაგ. დემოდოკუსი, მეორე ალკიბიადე).
პლატონის დიალოგების მთავარი პერსონაჟი სოკრატეა. თუმცა ამ დიალოგთა შემადგენლობის რა ნაწილი ეკუთვნის სოკრატეს ან თავად პლატონს, დიდი კამათის საგანია, ვინაიდან სოკრატეს თავად საკუთარი შეხედულებები არ გამოუთქვამს. მიუხედავად ამისა, პლატონი უდავოდ განიცდიდა სოკრატეს გავლენას და მრავალი იდეა მის ადრეულ ნამუშევრებში სოკრატესგან ნასესხები უნდა იყოს.