![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3d/Mileva_Maric_1912.jpg/640px-Mileva_Maric_1912.jpg&w=640&q=50)
მილევა მარიჩი
სერბი მათემატიკოსი / From Wikipedia, the free encyclopedia
მილევა მარიჩი, აგრეთვე ცნობილი როგორც მილევა მარიჩ-აინშტაინი (სერბ. Милева Марић; დ. 19 დეკემბერი, 1875 — გ. 4 აგვისტო, 1948) — სერბი ფიზიკოსი. იგი ალბერტ აინშტაინის თანამედროვე სტუდენტებიდან, ერთადერთი ქალი იყო ციურიხის შვეიცარიის უმაღლეს ტექნოლოგიურ სკოლაში და მეორე ქალი, რომელმაც სასწავლო პროგრამა მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილებაში, სრულად დაამთავრა[12]. მარიჩმა და აინშტაინმა, ურთიერთობა განაგრძეს და ქორწინებამდე, გოგონა — ლიზერლი შეეძინათ, რომელიც სავარაუდოდ, ახალგაზრდა გარდაიცვალა ან სხვა ოჯახმა აიყვანა შვილად. 1903 წელს, ისინი დაქორწინდნენ და ორი შვილი — ჰანს ალბერტი და ედუარდი გაუჩნდათ.
მილევა მარიჩი | |
---|---|
სერბ. Милева Марић | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 19 დეკემბერი, 1875(1875-12-19)[1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | ტიტელი[5] |
გარდ. თარიღი | 4 აგვისტო, 1948(1948-08-04)[1] [6] [2] [3] [7] [4] (72 წლის) |
გარდ. ადგილი | ციურიხი[8] |
დასაფლავებულია | ნორდჰაიმის სასაფლაო |
მოქალაქეობა |
Kingdom of Hungary![]() სერბეთი[8] |
საქმიანობა | მასწავლებელი[9] , ფიზიკოსი[8] და მათემატიკოსი[8] |
ალმა-მატერი | ციურიხის უნივერსიტეტი, ციურიხის შვეიცარიის უმაღლესი ტექნოლოგიური სკოლა[10] და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი |
მეუღლე | ალბერტ აინშტაინი[8] |
მამა | მილოშ მარიჩი[11] |
დედა | მარია რუჟიჩი |
შვილ(ებ)ი | ლიზერლ აინშტაინი[10] , ედუარდ აინშტაინი[8] და ჰანს ალბერტ აინშტაინი[8] |
ნათესავ(ებ)ი | სოფია გოლუბოვიჩი |
1914 წელს, მარიჩი და აინშტაინი დაშორდნენ. მილევამ, შვილები თან წაიყვანა და ბერლინიდან ციურიხში დაბრუნდა. 1919 წელს, ისინი განქორწინდნენ. ერთი წლის შემდეგ, აინშტიანი კვლავ დაქორწინდა. 1921 წელს, ნობელის პრემიის მინიჭების შემდეგ, მან ფული მარიჩს გადაურიცხა, შვილების აღზრდაში დასახმარებლად. 1930 წელს, დაახლოებით 20 წლის ასაკში, მათ მეორე ვაჟს — ედუარდს, ავარია შეემთხვა და შიზოფრენიის დიაგნოზი დაუდგინდა. მილევა მარიჩმა, აინშტაინთან ერთად შეძენილი სამი სახლიდან, ორი გაყიდა. ალბერტს რეგულარული წვლილი შეჰქონდა შვილზე ზრუნვაში, რასაც, იგი მაშინაც განაგრძობდა, როცა მეორე მეუღლესთან (ამავდროულად, მისი ბიძაშვილი, ელზა აინშტაინი) ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა.