მულასენი
From Wikipedia, the free encyclopedia
მულასენი (ესპ. Mulhacén) — მწვერვალი სამხრეთ ესპანეთში, ანდალუსიის მთებში, სიერა-ნევადის ქედზე. პირენეს ნახევარკუნძულის უმაღლესი წერტილი. სიმაღლე ზღვის დონიდან 3478 მ. აგებულია მტკიცე კრისტალური ფიქლებით. ფერდობები კლდოვანია, დანაწევრებულია ღრმა ხევებით; მყინვარულ ცირკებში გვხვდება მცირე ტბები. ჩრდილოეთ კალთაზეა ევროპაში ყველაზე სამხრეთით მდებარე მცირე მყინვარი, საიდანაც სათავეს იღებს მდინარე გვადალკვივირის შენაკადი ხენილი. მწვერვალი ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით დაფარულია თოვლით.
სწრაფი ფაქტები მულასენი ...
მულასენი | |
---|---|
მულასენი | |
კოორდინატები: 37°03′12″ ჩ. გ. 03°18′41″ დ. გ. | |
ქვეყანა | ესპანეთი |
სიმაღლე | 3478 მ |
ქედი | ანდალუსიის მთები |
ამგებელი ქანები | ფიქალი |
დახურვა