ნაგანოს პრეფექტურა
პრეფექტურა იაპონიაში / From Wikipedia, the free encyclopedia
ნაგანოს პრეფექტურა (იაპ. 長野県) — ზღვაზე გასასვლელის არ მქონე პრეფექტურა იაპონიაში, ტიუბუს რეგიონში, კუნძულ ჰონსიზე.[1] ნაგანოს პრეფექტურის მოსახლეობა არის 2 052 493 ადამიანი (2019 წლის 1 ივნისის მონაცემებით)და უჭირავს 13 561 კვადრატული კილომეტრის ფართობი. ნაგანოს პრეფექტურას ესაზღვრება: ნიიგატას პრეფექტურა - ჩრდილოეთით, გუნმას პრეფექტურა - ჩრდილო-აღმოსავლთით, საიტამის პრეფექტურა - აღმოსავლეთით, იამანასის პრეფექტურა - სამხრეთ-აღმოსავლეთით, შიზოუკასა და აიტის პრეფექტურები სამხრეთით, ასევე გიფუსა და ტოიამას პრეფექტურა დასავლეთით.
ნაგანოს პრეფექტურა 長野県 | |
---|---|
ნაგანოს პრეფექტურა იაპონიის რუკაზე | |
მდებარეობა | |
ქვეყანა | იაპონია |
რეგიონი | ტიუბუ |
კუნძული | ჰონსიუ |
კოორდინატები | 36°15′ ჩ. გ. 138°06′ ა. გ. |
ინფორმაცია | |
ადმინისტრაციული ცენტრი | ნაგანო |
ISO 3166-2:JP | JP-20 |
სტატისტიკა | |
ფართობი | 13 561.56 კმ² (4) |
მოსახლეობა | (2019) |
სულ | 2 052 493 ად. (16) |
სიმჭიდროვე | 150 ად./კმ² |
რაიონი | 14 |
მუნიციპალიტეტი | 77 |
სიმბოლიკა
პრეფექტურის ემბლემა | |
ხე | Betula platyphylla var. japonica |
ყვავილი | Gentiana scabra var. buergeri |
ფრინველები | Lagopus muta |
ადმინისტრაცია | |
გუბერნატორი | შუიჩი აბე |
ოფიციალური საიტი (იაპონური) |
ნაგანო არის ნაგანოს პრეფექტურის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. სხვა მსხვილ ქალაქებს შორისაა:მაცუმოტო, უედა და იდა . [2] ( გვ 682 ) ნაგანოს პრეფექტურა გამორჩეულია მაღალმთიან რაიონებში იაპონური ალპებით, მათ შორისაა: ჰიდას მთები, კისოს მთები და აკაიშის მთები, რომლებიც მეზობელ პრეფექტურებშიც ვრცელდება. მთათა სიმრავლემ, ბუნებამ და მდიდარმა ისტორიამ მოიპოვა ნაგანოს პრეფექტურის საერთაშორისო აღიარება, როგორც მსოფლიო კლასის ზამთრის სპორტის ტურისტული დანიშნულების ადგილი. აქ 1998 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშები ჩატარდა და ასევე სინკანსენის ახალი ხაზი გაიხსნა ტოკიოს მიმართულებით .