პარაგვაის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
From Wikipedia, the free encyclopedia
პარაგვაის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — წარმოადგენს პარაგვაის საერთაშორისო ტურნირებზე და შეხვედრებზე ფეხბურთში. ნაკრების კონტროლს და ხელმძღვანელობას ახორციელებს პარაგვაის ფეხბურთის ასოციაცია. ნაკრებმა 8-ჯერ მიიღო მონაწილეობა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. საუკეთესო შედეგი 2010 წელს აჩვენა, როდესაც ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა. კოპა ამერიკის რეგულარული მონაწილე, პარაგვაი, ორჯერ (1953 და 1979 წლებში) გახდა ტურნირის ჩემპიონი. პარაგვაის ყველაზე მაღალი ფიფას მსოფლიო რეიტინგი იყო მე-8 ადგილი (2001 წლის მარტი), ხოლო ყველაზე დაბალი — 103-ე ადგილი (1995 წლის მაისი).
მეტსახელ(ებ)ი |
Los Guaraníes (გუარანი) La Albirroja (თეთრ-წითლები) | ||
---|---|---|---|
ასოციაცია | პარაგვაის ფეხბურთის ასოციაცია[1] | ||
კონფედერაცია | კონმებოლი | ||
მთავარი მწვრთვნელი | დანიელ გარნერო | ||
ყველაზე მეტი კეპი | პაულო და სილვა (148) | ||
ბომბარდირი | როკე სანტა კრუსი (32) | ||
სტადიონი | დეფენსორეს დელ ჩაკო | ||
ფიფა-ს კოდი | PAR | ||
ფიფა-ს რეიტინგი | 52 (21 სექტემბერი 2023)[2] | ||
ფიფა-ს უმაღლესი რეიტინგი | 8 (მარტი 2001) | ||
ფიფა-ს უდაბლესი რეიტინგი | 103 (მაისი 1995) | ||
ელო-ს რეიტინგი | 44 (18 ოქტომბერი 2023)[3] | ||
ელო-ს უმაღლესი რეიტინგი | 4 (21 თებერვალი 1954) | ||
ელო-ს უდაბლესი რეიტინგი | 43 (12 აგვისტო 1962, 5 მარტი 2014, 31 მარტი 2015) | ||
| |||
პირველი საერთაშორისო | |||
პარაგვაი 1–5 არგენტინა (ასუნსიონი, პარაგვაი; 11 მაისი, 1919) | |||
უდიდესი გამარჯვება | |||
პარაგვაი 7–0 ბოლივია (რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია; 30 აპრილი, 1949) ჰონგ-კონგი 0–7 პარაგვაი (ჰონგ-კონგი; 17 ნოემბერი, 2010) | |||
უდიდესი დამარცხება | |||
არგენტინა 8–0 პარაგვაი (სანტიაგო, ჩილე; 20 ოქტომბერი, 1926) | |||
მსოფლიო ჩემპიონატი | |||
გამოსვლა | 8 (პირველად 1930) | ||
საუკეთესო შედეგი | მეოთხედფინალი, 2010 | ||
კოპა ამერიკა | |||
გამოსვლა | 33 (პირველად 1921) | ||
საუკეთესო შედეგი | გამარჯვებული (2) 1953, 1979 |
ეროვნული ნაკრებისთვის ყველაზე წარმატებული არგენტინელი ხერარდო მარტინოს მწვრთნელობის პერიოდი იყო, რომელიც 2007 წელს სამხრეთ ამერიკის წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებით დაჯილდოვდა და რომელმაც ისტორიაში პირველად პარაგვაის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე გაიყვანა (2010), ხოლო მომდევნო წელს კოპა ამერიკის ფინალში (2011), სადაც პარაგვაიმ მეორე ადგილი დაიკავა.
ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი ჩატარებული აქვს პაულო და სილვას (148), ხოლო როკე სანტა კრუსი ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია 32 გოლით. დენის კანისა, რომელიც ეროვნულ ნაკრებში 1996 წლიდან 2010 წლამდე გამოდიოდა, ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც პარაგვაის ნაკრების შემადგენლობაში ზედიზედ ოთხ მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა (1998, 2002, 2006, 2010).