პრიშტინა
From Wikipedia, the free encyclopedia
პრიშტინა (ალბ. Prishtinë [pɾiʃtinə]; სერბ. Приштина / Priština; თურქ. Priştine) — ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს რესპუბლიკის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. გაეროს ქვეყანათა უმრავლესობა მიიჩნევს სერბეთის ნაწილად.
დედაქალაქი / ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
პრიშტინა Prishtinë | |||||
პრიშტინა | |||||
| |||||
ქვეყანა | სერბეთი | ||||
ავტონომიური მხარე | კოსოვო და მეტოხიაკოსოვო და მეტოხია | ||||
ოკრუგი | კოსოვო | ||||
კოორდინატები | 42°40′20″ ჩ. გ. 21°09′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Shpend Ahmeti | ||||
ფართობი | 572 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 652 მ | ||||
მოსახლეობა | 198 214 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 230 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა | ალბანელები, სერბები | ||||
სასაათო სარტყელი | ცენტრალური ევროპის დრო | ||||
სატელეფონო კოდი | (+381) 038 | ||||
საფოსტო ინდექსი | 10000 | ||||
საავტომობილო კოდი | 01 | ||||
ოფიციალური საიტი | kk.rks-gov.net/prishtine/ | ||||
ამჟამად ქალაქის მოსახლეობა 200 000-მდეა[1]. ქალაქში უმრავლესობას ალბანელები შეადგენენ; მათ გარდა მოსახლე უმცირესობებს შორის არიან თურქები, სერბები, ბოსნიელები, ბოშები და სხვა ხალხი. ქალაქში მდებარეობს ტერიტორიის დროებით მთავრობა და კოსოვოში გაეროს დროებითი ადმინისტრაციული მისიის (UNMIK) სათავო ოფისები. ის კოსოვოს ადმინისტრაციული, საგანმანათლებლო, კულტურული ცენტრია. პრიშტინაშია პრიშტინის უნივერსიტეტი და საერთაშორისო აეროპორტი.
ქალაქში მოსახლე ხალხი ალბანურად Prishtinali ან Prishtinas და სერბულად Prištinci (Приштинци) ან Prištevci (Приштевци) იწოდებიან.