ალბანური ენა
From Wikipedia, the free encyclopedia
ალბანური ენა (ალბანურად: shqip ან gjuha shqipe; ითარგმნება, როგორც ალბანური ენა) — ალბანელების ენა, არის ინდოევროპული ოჯახის ცალკე ჯგუფის ენა. ვარაუდობენ, რომ ალბანური ენა გამქრალი პალეობალკანური ენების წარმომადგენელია. იგი გენეტიკურად ყველაზე ახლოს დგას ილირიულთან, მესაპურთან და თრაკიულთან. ალბანურად დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი საუბრობს, ძირითადად, ალბანეთში, კოსოვოში (სერბეთი), ჩრდილოეთ მაკედონიასა და საბერძნეთში.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალბანური ენა (მრავალმნიშვნელოვანი). |
ალბანური პირველად მოხსენიებულია დუბროვნიკში ნახულ XIII საუკუნის ბოლოს გაკეთებულ დანაშაულის შესახებ ანგარიშში. ალბანურის პირველი აუდიოჩანაწერი გაკეთებულია ნორბერტ იოკლის მიერ 1914 წლის 4 აპრილს ქალაქ ვენაში.[1]