სინგაპურის ისტორია
From Wikipedia, the free encyclopedia
სინგაპურის ისტორია იწყება ძვ. წ. III საუკუნიდან, როცა ისინი პირველად მოიხსენებიან ჩინურ ქრონიკებში ჩულოჩჟუნის სახელწოდებით. VIII საუკუნეში კუნძულზე აღმოცენდა პორტი ტემასეკი. ეს იყო სახელმწიფო შრივიჯაიას საზღვაო ვაჭრობის ერთ-ერთი ცენტრი სუმატრაზე პალემბანგაში. 1025 წელს ის ტამილთა მეფის ჩოლას დინასტიის წარმომადგენელ რაჯენდრა I-ის ფლოტის თავდასხმის მსხვერპლი.
სინგაპურის ისტორია | |
---|---|
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა | |
ადრეული პერიოდი (1819 წლამდე) | |
თანამედროვე სინგაპურის დაარსება (1819-1826 წწ.) | |
სტრეისტს-სეტლემნტსი (1826-1942) | |
სინგაპურის თავდაცვა (1942) | |
იაპონური ოკუპაცია (1942-1945) | |
ომისშემდგომი პერიოდი (1945-1955) | |
თვითმმართველობა (1955-1962) | |
სინგაპური მალაიზიის შემადგენლობაში (1962-1965) | |
სინგაპურის რესპუბლიკა (1965 წლიდან) | |
სინგაპურის პორტალი |
კუნძულის მნიშვნელობა გაიზარდა XIV საუკუნეში შრივიჯაიას უფლისწულ პარამეშავარას მმართველობის პერიოდში, როდესაც აქ დაარსდა მნიშვნელოვანი პორტი. 1613 წელს აჩეხელმა ყაჩაღებმა ის გაანადგურეს.
თანამედროვე სინგაპურის ისტორია 1819 წლიდან იწყება, როდესაც ინგლისის სახელმწიფო მოღვაწე სტემფორდ რაფლზმა კუნძულზე დააარსა ბრიტანული პორტი. ბრიტანეთის კოლონიური მმართველობის პერიოდში გაიზარდა მისი, როგორც ჩინურ-ინდური სავაჭრო ცენტრისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის თავისუფალი პორტის მნიშვნელობა. პატარა დასახლება სწრაფად გადაიზარდა მსხვილ საპორტო ქალაქში.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სინგაპური დაიპყრო იაპონიის იმპერიამ. ოკუპაცია გრძელდებოდა 1942-დან 1945 წლამდე. ომის შემდგომ სინგაპური დაუბრუნდა ბრიტანეთის კონტროლს, თუმცა თვითმმართველობის მაღალი ხარისხით, რაც საბოლოოდ დასრულდა სინგაპურის შერწყმით მალაიზიის ფედერაციასთან და 1963 წელს მალაიზიის წარმოქმნით დასრულდა. ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა არ იყო მყარი. სახალხო მღელვარებები, კონფლიქტები ორ პარტიას - მალაიზიის სახალხო მოქმედების და ეროვნული ფრონტის - დასრულდა მალაიზიიდან სინგაპურის გამოყოფით. 1965 წლის 9 აგვისტოს სინგაპური დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა.
საცხოვრებელტა კრიზისისა და უმუშევრობის მაღალი ხარისხის პირობებში, სინგაპურმა დაიწყო მოდერნიზაცია, რომელიც მიმართღული იყო მრეწველობის განვითარებისკენ. შენდებოდა საცხოვრებელი მასივების დიდი კვარტლები. მნიშვნელოვან თანხებს დებდნენ განათლებაში. წელიწადში საშუალოდ 9 %-ით იზრდებოდა ეკონომიკა. 1990-ანი წლების ბოლოს სინგაპური წარმოადგენდა მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყანას განვითარებული საბაზრო ეკონომიკით, მსხვილი საერთაშორისო სავაჭრო კავშირებით და აზიაში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალი შემოსავლებით იაპონიის შემდეგ.