ტოტიგის პრეფექტურა
From Wikipedia, the free encyclopedia
ტოტიგის პრეფექტურა (იაპ. 埼玉県) — იაპონიის პრეფექტურა, რომელიც მდებარეობს კანტოს რეგიონში, კუნძულ ჰონსიუზე.[1] ტოტიგის პრეფექტურის მოსახლეობაა 1 943 886 ადამიანი (2019 წლის 1 ივნისის მონაცემებით). მისი ფართობია 6,408 კვადრატული კილომეტრი. ტოტიგის ესაზღვრება: ფუკუსიმის პრეფექტურა - ჩრდილოეთით, გუნმას პრეფექტურა - დასავლეთით, საიტამის პრეფექტურა - სამხრეთით და იბარაკის პრეფექტურა - სამხრეთ-აღმოსავლეთით.
ტოტიგის პრეფექტურა 栃木県 | |
---|---|
ტოტიგის პრეფექტურა იაპონიის რუკაზე | |
მდებარეობა | |
ქვეყანა | იაპონია |
რეგიონი | კანტო |
კუნძული | ჰონსიუ |
კოორდინატები | 36°31′ ჩ. გ. 139°49′ ა. გ. |
ინფორმაცია | |
ადმინისტრაციული ცენტრი | უცონომია |
ISO 3166-2:JP | JP-09 |
სტატისტიკა | |
ფართობი | 6408.09 კმ² (20) |
მოსახლეობა | (2019) |
სულ | 1 943 886 ად. (19) |
სიმჭიდროვე | 300 ად./კმ² |
რაიონი | 5 |
მუნიციპალიტეტი | 26 |
სიმბოლიკა
პრეფექტურის ემბლემა | |
ხე | Aesculus turbinata |
ყვავილი | Rhododendron albrechtii |
ფრინველები | Cyanoptila cyanomelana |
ადმინისტრაცია | |
გუბერნატორი | ტომიკაზუ ფუკუდა |
ოფიციალური საიტი (იაპონური) |
უცუნომია ტოტიგის პრეფექტურის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია. პროვინციის სხვა დიდი ქალაქებიდან აღსანიშნავია: ოიამა, ტოჩიგი და აშიკაგა . [2] ტოტიგის პრეფექტურა არის იაპონიის რვა ზღვაზე გასასვლელის არ მქონე პრეფექტურიდან ერთ-ერთი. პროვინციის მთიანი ჩრდილოეთი ნაწილი ტურისტებისთვის ძალიან პოპულარულ ადგილს წარმოადგენს. . ნასუს ტერიტორია ცნობილია თავისი ონსენებით, ადგილობრივი საკეებით, და სათხილამურო კურორტებით. ასევე სამეფო ოჯახის ვილით და ნასუშიობარას სადგურით, რომელიც სინკანსენის სარკინიგზო ხაზს ეკუთვნის. ქალაქი ნიკი გამირჩეულია თავისი უძველესი შინტო სალოცავებით და ბუდისტური ტაძრებით, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული .