ხერსონი
ქალაქი უკრაინაში / From Wikipedia, the free encyclopedia
ხერსონი (უკრ. Херсон) — ქალაქი უკრაინაში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში და წარმოადგენს ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს. არის უკრაინის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ცენტრი. ხერსონში განთავსებულია დნეპრისა და შავი ზღვის მნიშვნელოვანი პორტი, ასევე მთავარი გემთმშენებელი საწარმო. 2020 წლის 17 ივლისიდან ქალაქი არის ხერსონის რაიონის ცენტრი და განთავსებულია ხერსონის თემის ადმინისტრაცია.[2] წარმოადგენს მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძის (მიკოლაივი-სნიჰურივკა-ჯანკოი) ნაწილს. დედაქალაქ კიევიდან სარკინიგზო ხაზით დაშორებულია 648 კილომეტრით.
ქალაქი | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ხერსონი უკრ. Херсон | ||||||
(ზემოდან-ქვემოთ და მარცხნიდან-მარჯვნივ):
| ||||||
| ||||||
ქვეყანა | უკრაინა | |||||
ოლქი | ხერსონის ოლქიხერსონის ოლქი | |||||
კოორდინატები | 46°38′33″ ჩ. გ. 32°37′30″ ა. გ. | |||||
მმართველი | იჰორ კოლიხაევი | |||||
დაარსდა | 1778 | |||||
ფართობი | 68.7 კმ² | |||||
ცენტრის სიმაღლე | 25 მეტრი | |||||
მოსახლეობა | 279 131 (1 იანვარი, 2022)[1] | |||||
სიმჭიდროვე | 2,651 კაცი/კმ² | |||||
სასაათო სარტყელი | UTC+2, UTC+3 და აღმოსავლეთ ევროპული დრო | |||||
სატელეფონო კოდი | 552 | |||||
საფოსტო ინდექსი | 73000 | |||||
საავტომობილო კოდი | BT და НТ / 22 | |||||
ოფიციალური საიტი | http://www.city.kherson.ua/ | |||||
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტიდან ნოემბრამდე ქალაქი რუსეთის საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ იმყოფებოდა.[3] რუსეთის ძალების მიერ მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირის დატოვების შემდეგ, 2022 წლის 11 თებერვალს ქალაქში უკრაინის შეიარაღებული ძალები შევიდა.[4] პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით ხერსონს უკრაინის გმირი-ქალაქის წოდება მიენიჭა.[5][6]
2021 წლის მდგომარეობით ქალაქის მოსახლეობა 283 649 კაცს შეადგენდა, რომელთა უდიდესი ნაწილი ეთნიკური უკრაინელია.[7] უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, ოკუპანტების შეჭრის შემდეგ მოსახლეობის 45%-მა ქალაქი დატოვა.[8]