რუსეთის შეჭრა უკრაინაში დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალს. შეჭრამ გამოიწვია ევროპის უდიდესი დევნილთა კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,[29][30] 6.4 მილიონზე მეტმა უკრაინელმა დატოვა ქვეყანა[31][32] და ქვეყნის მოსახლეობის მესამედი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.[33][34] შეჭრამ ასევე გამოიწვია გლობალური საკვების ნაკლებობა.[35][36]
| სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
სწრაფი ფაქტები რუსეთის შეჭრა უკრაინაში, თარიღი ...
რუსეთის შეჭრა უკრაინაში |
---|
რუსეთ-უკრაინის ომის ნაწილი |
უკრაინაში შეჭრის ინტერაქტიული რუკა
უკრაინა
რუსეთი, ბელარუსი და დნესტრისპირეთი.
2014 წლიდან რუსეთს მიერ უკუპირებული უკრაინის ტერიტორია (ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა, ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკა.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია შეჭრის შემდეგ.
← რუსეთის ძალების შეჭრის მიმართულებები.
← უკრაინის ძალების კონტრშეტევის მიმართულებები. |
თარიღი |
24 თებერვალი, 2022 (2022-02-24) – დღემდე (2 წელი, 3 თვე, 1 კვირა და 2 დღე) |
---|
მდებარეობა |
უკრაინა[georgian 1] |
---|
სტატუსი |
მიმდინარე
- რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში შევიდნენ რუსეთიდან, ყირიმიდან და ბელარუსიდან[3]
- რუსეთმა სარაკეტო და საჰაერო თავდასხმები განახორციელა უკრაინის დიდ ქალაქებზე, მათ შორის: დედაქალქ კიევზე, ოდესასა და ხარკივზე
|
---|
მხარეები |
---|
|
მეთაურები |
---|
|
სამხედრო ნაწილები |
---|
|
ძალები |
---|
- რუსეთის შეიარაღებული ძალები:
- 900 000 (შეიარაღებული ძალები)
- 554 000 (მოხალისეები)
- 2 000 000 (რეზერვისტები)[10]
- • 175 000[11]–190 000[12] უკრაინის საზღვარზე
- ბელარუსი:
- 45 350 (შეიარაღებული ძალები)
- 110 000 (მოხალისეები)
- 289 500 (რეზერვისტები)[10]
- დონეცკი:
- 20 000[10]
- ლუჰანსკი:
- 14 000[10]
|
- უკრაინის შეიარაღებული ძალები:
- 209 000 (შეიარაღებული ძალები)
- 102 000 (მოხალისეები)
- 900 000 (რეზერვისტები)[10]
- დაახლოებით 20 000 უცხოელი მოხალისე[georgian 5]
|
|
დანაკარგები |
---|
- რუსეთზე დაყრდნობით (2 მარტი):
- 498 მოკლული და 1 597 დაჭრილი[14]
- დასავლეთის წარმომადგენლებზე დაყრდნობით (3 მარტი): 5 800 მოკლული[15]
- აშშ-ზე დაყრდნობით (9 მარტი): 3 500–6 000 მოკლული[16]
- უკრაინაზე დაყრდნობით (9 მარტი): სულ მცირე 12 000 მოკლული[17]
- ბრიტანეთზე დაყრდნობით (25 თებერვალი):
- 450 მოკლული[18]
|
- უკრაინაზე დაყრდნობით (2 მარტი):
- სულ მცირე 110 მოკლული[19][20]
- აშშ-ზე დაყრდნობით (28 თებერვალი):
- დაახლოებით 1 500 მოკლული[21]
- რუსეთზე დაყრდნობით (2 მარტი):
- 2 870 მოკლული, 3 700 დაჭრილი და 572 დატყვევებული[22]
- ბრიტანეთზე დაყრდნობით (25 თებერვალი):
- 137 მოკლული[18]
|
- უკრაინაზე დაყრდნობით:(2 მარტი):
სულ მცირე 2 000 მოკლული და 1 684 დაჭრილი სამოქალაქო პირი[23]
- ბრიტანეთზე დაყრდნობით (25 თებერვალი): 194 მოკლული უკრაინელი[18]
- გაეროზე დაყრდნობით (9 მარტი):
516 მოკლული და 908 დაჭრილი სამოქალაქო პირი, ვარაუდობენ ბევრად მეტს[24][25]
- გაეროზე დაყრდნობით (10 მარტი):
სულ მცირე 2.3 მილინი ლტოლვილი და სულ მცირე 160 000 ქვეყნის საზღვრებს შიგნით იძულებით გადაადგილებული[26][27]
- ევროკავშირზე დაყრდნობით: დაახოლებით 7 მილიონი იძულებით გადადგილებული ქვეყნის საზღვრებს შიგნით[28]
|
|
უკრაინის გარეთ კონფლიქტი გავრცელდა რუსულ ქალაქებში: მილეროვო, ბელგოროდი, კლიმოვო და ოტრადნი.[1][2] რუსულ დანაყოფებს უკრაინაში შეჭრის უფლება მიეცათ ბელარუსიიდან.[3] ბელარუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, განაცხადა რომ შეჭრაში ბელარუსი სამხედროებიც ჩაერთვებოდნენ, საჭიროების შემთხვევაში.[5] ბელარუსის ტერიტორია რუსეთმა უკრაინაში რაკეტების გასაშვებად გამოიყენა.[6] დონეცკის სახალხო რესპუბლიკა არის არაღიარებული სეპარატისტული დაჯუფება, რომელმაც დამოუკიდებლობა 2014 წლის მაისში გამოაცხადა, იგი აღიარა მეზობელმა არაღიარებულმა ქვაზისახელმწიფო ლუჰანსკმა, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთმა და რუსეთმა.[7] ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკა არის არაღიარებული სეპარატისტული დაჯუფება, რომელმაც დამოუკიდებლობა 2014 წლის მაისში გამოაცხადა, იგი აღიარა მეზობელმა არაღიარებულმა ქვაზისახელმწიფო დონეცკმა, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთმა და რუსეთმა.[8][9] დმიტრო კულებამ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, CNN-ს უთხრა, რომ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩადიოდა დაახლოებით 20 000 მოხალისე, უმეტესად ევროპის ქვეყნებიდან.[13]
|
|
რუსეთის შეჭრა უკრაინაში ვიკისაწყობში |
დახურვა
2014 წელს რუსეთი შეიჭრა ყირიმში და მიიერთა ის, ასევე რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა დაიკავეს დონბასის ნაწილი სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, კერძედ ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქები, რამაც ადგილობრივ რეგიონში ომი გამოიწვია.[37][38] 2021 წელს რუსეთმა დაიწყო ფართო სამხედრო ძალის თავმოყრა უკრაინის საზღვართან, თავი მოიყარა 190 000-ზე მეტმა სამხედრომ და მათმა აღჭურვილობამ. სატელევიზიო მიმართვაში ვლადიმერ პუტინმა გამოაჩინა ირედენტისტული ხედვები,[39] შეერკინა უკრაინის უფლებას, იყოს სახელმწიფო,[40][41] და მცდარად[42] განაცხადა, რომ უკრაინას მართავდნენ ნეონაცისტები, რომლებიც ეთნიკური ნიშნით ავიწროებდნენ და სჯიდნენ რუსებს.[43] 2022 წლის 21 თებერვალს რუსეთმა აღიარა დონეცკის სახალხო რესპუბლიკა და ლუჰასნკის სახალხო რესპუბლიკა, ორი თვითაღიარებული კვაზისახელმწიფო დონბასში.[44] შემდეგ დღეს რუსეთის ფედერაციულმა საბჭომ ნება დართო პრეზიდენტს სამხედრო ძალის გამოყენებაზე და რუსული ძალები შევიდნენ დონბასში.[45]
შეჭრა დაიწყო 24 თებერვალს,[46] როდესაც პუტინმა გამოაცხადა „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უკრაინის „დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციისთვის“.[47][48] რამდენიმე წუთში საჰაერო და სარაკეტო იერიშები დაიწყო უკრაინის ყველა რეგიონში, მათ შორის დედაქალაქ კიევშიც. ამას მოჰყვა სახმელეთო შეჭრა რამდენიმე მიმართულებით.[49][50] უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 18-დან 60-მდე ასაკის ყველა მამაკაცისთვის, რომლებსაც აეკრძალათ ქვეყნის დატოვება.[51][52] რუსეთის შეტევა თავდაპირველად დაიწყო ჩრდილოეთის ფრონტზე ბელარუსიდან კიევის მიმართულებით, სამხეთის ფრონტზე ყირიმიდან, ჩრდილო-აღმოსავლეთის ფრონტსა და აღმოსავლეთის ფრონტზე დონეცკისა და ლუჰანსკიდან.[53][54] მარტის განმავლობაში რუსეთის წინსვლა კიევის მიმართულებით უშედეგო იყო. მძიმე დანაკარგებისა და ძლიერი წინააღმდეგობის შედეგად რუსეთის ძალებმა კიევის ოლქი დატოვეს 3 აპრილს. 19 აპრილს დაიწყო განახლებული თავდასხმა დონბასიდან, რომელიც ნელა გაგრძელდა, ლუჰანსკის ოლქი მთლიანად აიღეს 3 ივლისს,[55] როდესაც სხვა ფრონტები უძრავი იყო ამავე დროს რუსეთი აგრძელებდა სამოქალაქო და სამხედრო სამიზნეების დაბომბვას ფრონტის ხაზიდან შორს, მათ შორის კიევში,[56] ლვივში,[57] ოდესასა და კრემენჩუკში, სხვებთან ერთად.[58]
შეჭრა ფართომაშტაობიანად დაიგმო საერთაშორისო დონეზე. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობდა შეჭრას და რუსეთისგან ითხოვდა ჯარების სრულიად გაყვანას უკრაინის ტერიტორიიდან.[59] საერთაშორისო სასამართლომ უბრძანა რუსეთს შეეჩერებინა სამხედრო ოპერაციები და ევროპის საბჭომ გააძევა რუსეთი. ბევრმა ქვეყანამ დააწესა სანქციები რუსეთზე, რომლებმაც იმოქმედეს რუსეთისა და მსოფლიოს ეკონომიკებზე,[60] და სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერა აღმოუჩინეს უკრაინას.[61] პროტესტები დაიწყო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში; რუსეთში დემონსტრანტები დააკავეს და გაზარდეს ცენზურა,[62][63] აიკრძალა სიტყვები: „ომი“ და „შეჭრა“.[50][64] სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაიწყო გამოძიება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ უკრაინაში, 2013 წლიდან მოყოლებული, და ასევე იძიებენ 2022 წლის შეჭრისას ჩადენილ ომის დანაშაულებს.[65]