ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტი (იაპონ. 一橋大学, Hitotsubashi daigaku) ― ეროვნული უნივერსიტეტი ტოკიოში, იაპონიაში. უნივერსიტეტის კამპუსები მდებარეობს კუნიტაჩიში, კოდაირასა და ჩიიოდაში. შედის იაპონიის მთავრობის მიერ შემუშვებული ეროვნული უნივერსიტეტების სიაში. ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტი შედარებით მცირე საგანმანათლბელო ინსტიტუტია და მხოლოდ სოციალურ მეცნიერებებში სპეციალიზდება.
დაფუძნდა | აგვისტო, 1875, აპრილი, 1920 და მაისი, 1949[1] |
---|---|
დამფუძნებელი (-ები) | Mori Arinori |
ტიპი | სახელმწიფო უნივერსიტეტი, უნივერსიტეტი და academic publisher |
თავმჯდომარე | Koichi Tadenuma[2] [3] და Satoshi Nakano[4] |
სტუდენტი | 6 287[5] [6] |
ქვეყანა | იაპონია |
https://www.hit-u.ac.jp/ და https://www.hit-u.ac.jp/eng/ |
უნივერსიტეტი 1875 წელს მორი არინორიმ დააარსა. ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტი იაპონიის ერთ-ერთი მოწინავე უნივერსიტეტია. წამყვან უნივერსიტეტად მიიჩნევა ეკონომიკისა და კომერციის სფეროში.[7][8] 2011 წელს Mines ParisTe-ის უნივერსიტეტების მსოფლიო პროფესიულ რეიტინგში უნივერსიტეტი 25-ე ადგილზე დაასახელეს.[9]
ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტს ახლო ურთიერთობები აქვს ზღვისიქითა ტერიტორიებთან. საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების ფარგლებში 83 უნივერსიტეტისა და კვლევითი ინსტიტუტის 600-მდე საერთაშორისო სტუდენტი და 450-მდე მკვლევარია ჩართული ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში, მათ შორის: ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან, ოქსფორდის უნივერსიტეტიდან და კალიფორნიის უნივერსიტეტიდან.
უნივერსიტეტის სიმბოლო შთაგონებულია რომაული მითოლოგიის ღმერთით, მერკურით.[10]