Rockstar Games
From Wikipedia, the free encyclopedia
Rockstar Games — ვიდეო თამაშების ტრანსნაციონალური შემქმნელი და გამომცემელი კომპანია, რომელსაც ფლობს Take-Two Interactive. ბრენდი ცნობილია Grand Theft Auto-ს, Midnight Club-ის, Manhunt-ის და Max Payne-ის ფრენჩაიზების შექმნით.
ტიპი | დივიზია |
---|---|
დარგი | ვიდეო თამაშების ინდუსტრია |
დაფუძნდა | დეკემბერი, 1998; 25 წლის წინ (1998-12) |
სათავო ოფისი | ნიუ-იორკი, აშშ |
მმართველი |
სემ ჰაუზერი (პრეზიდენტი) დენ ჰაუზერი (ვიცე პრეზიდენტი) |
პროდუქცია |
Grand Theft Auto Midnight Club Manhunt Max Payne |
პარტნიორი | Take-Two Interactive |
თანამშრომელი | 900[1] |
საიტი | Rockstargames.com |
Rockstar Games დაარსდა 1998 წლის დეკემბერს[2][3][4] ვიდეო თამაშების პროდიუსერების, ტერი დონოვანის, სემ ჰაუზერის, დენ ჰაუზერის, ჯემი კინგისა და გარი ფორმანის მიერ[5]. 2007 წელს დონოვანმა დატოვა კომპანია[5] და იგი ჩაანაცვლა Capcom-ის მმართველმა დირექტორმა გარი დეილმა[6].
კომპანიის შტაბ ბინა (საყოველთაოდ ცნობილი, როგორც Rockstar NYC[7]) მდებარეობს ბროდვეიზე, ნიუ-იორკი, რომელიც არის Take-Two Interactive-ის ოფისების ნაწილი. იგი არის მარკეტინგის, საზოგადოებსთან ურთიერთობებისა და პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის ცენტრი[8].
2014 წლის მონაცემით, Rockstar Games-ის თამაშების საერთო გაყიდვების რაოდენობამ 250 მილიონ კოპიას მიაღწია, ხოლო კომპანიის ყველაზე გაყიდვადი ფრენჩაიზია Grand Theft Auto - 2015 წლის სექტემბრის მონაცემით გაიყიდა 220 მილიონი ასლი[9][10].
2014 წელს Rockstar Games-ს მიენიჭა BAFTA Fellowship-ის ჯილდო British Academy Video Games Awards-ის ცერემონიაზე.