აიურვედა
From Wikipedia, the free encyclopedia
აიურვედა ( (आयुर्वेदः სანსკრ. आयु «āyu» და वेद «veda» — "სიცოცხლის ხელოვნება", "სიცოცხლის მეცნიერება", ან "სიცოცხლის ხანგრძლივობის ცოდნა")—ინდური ხალხური მედიცინის ტრადიციული სისტემა. აიურვედა ითვლება ათარვავედა- ს დამატებით ვედად (უპავედა) და ემყარება სანქჰიას ინდუისტურ ფილოსოფიურ სისტემას.[1][2]
მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა ეფექტური პრეპარატების შექმნის შესაძლებლობა იმ ნივთიერებების საფუძველზე, რომელსაც იყენებს აიურვედა, მათი ეფექტურობა არ არის დადასტურებული იმ ფორმით, როგორც ისინი დღეს გამოიყენება. აიურვედა ითვლება ფსევდომეცნიერებად.[3]
2008 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აიურვედული მედიკამენტების დაახლოებით 21% დამზადებულია აშშ – სა და ინდოეთში და იყიდება ინტერნეტის საშუალებით, შეიცავს საშიში რაოდენობით მძიმე მეტალებს, როგორიცაა ტყვია, ვერცხლისწყალი და დარიშხანი.[4][5][6]