არისტოფანე
From Wikipedia, the free encyclopedia
არისტოფანე (ძვ. ბერძნ. Ἀριστοφάνης; დ. დაახ. ძვ. წ. 446, ათენი – გ. დაახ. ძვ. წ. 386, დელფო) — ძველი ბერძენი დრამატურგი, „კომედიის მამად“ წოდებული.[10]
არისტოფანე | |
---|---|
ძვ. ბერძნ. Ἀριστοφάνης | |
დაბადების თარიღი | ძვ. წ. 445[1] [2] |
დაბადების ადგილი | ათენი[3] |
გარდაცვალების თარიღი | ძვ. წ. 385[4] [5] [6] [1] [2] [7] |
გარდაცვალების ადგილი | ათენი[3] [8] |
საქმიანობა | კომედიოგრაფი[9] , დრამატურგი[8] [6] და პოეტი[6] |
ენა | ძველი ბერძნული ენა |
მოქალაქეობა | ძველი ათენი |
ჟანრი | comedy |
Magnum opus | აქარნელები, ჩიტები, ღრუბლები, Assemblywomen, ბაყაყები, მხედრები, ლისისტრატე, მშვიდობა, პლუტოსი, ქალები თესმოფორიების დღესასწაულზე და კრაზანები |
შვილ(ებ)ი | Araros |
მისი დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, ვარაუდობენ რომ იგი დაიბადა ძვ. წ. 446 წელს, თუმცა 420-იან წლებში ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა უნდა ყოფილიყო, როდესაც დიდ წარმატებას აღწევს დიონისეს თეატრში. როგორც ფიქრობენ, განათლებული და საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო. მისი ყველაზე განთქმული კომედიები იყო ათენის დრამატული ფესტივალებისთვის დაწერილი „ჩიტები“. დაწერილი აქვს ორმოცი სპექტაკლი, რომელთაგან დღემდე მოღწეულია თერთმეტი. მისი ნამუშევრები დღეისთვის გადარჩენილი ერთადერთი სრული ნიმუშებია ძველი ბერძნული კომედიების, თუმცა ასევე შემორჩენილია მისი თანამედროვეების კრატინუსისა და ეუპოლისის ნამუშევრების ვრცელი ფრაგმენტები.
არისტოფანეს ნაწარმოებთა უმრავლესობა პოლიტიკური იყო და ხშირად ათენის ცნობილ მოქალაქეებსა და მათ პელოპონესის ომში მოქმედებებზე სატირას წარმოადგენდა. მის ნამუშევრებში ირიბად მინიშნებულია, რომ ის არაერთხელ დაუსჯია კლეონს ათენელების უცხოელთა თანდასწრებით დაკნინებისა და დაცინვის გამო.