დიმიტარ ბერბატოვი
From Wikipedia, the free encyclopedia
დიმიტარ ივანოვ ბერბატოვი (ბულგ. Димитър Иванов Бербатов, დ. 30 იანვარი, 1981) — ბულგარელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს თავდამსხმელის პოზიციაზე. 2006-2010 წლებში იყო ბულგარეთის ნაკრების კაპიტანი. არის ბულგარეთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. ბულგარეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული აქვს მოგებული შვიდჯერ, რაც რეკორდული მაჩვენებელია ხრისტო სტოიჩკოვის შემდეგ.[4]
ბერბატოვი 2011 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | დიმიტარ ივანოვ ბერბატოვი[1] | ||
დაბადების თარიღი | 30 იანვარი, 1981[1] | ||
დაბადების ადგილი | ბლაგოევგრადი, ბულგარეთი[2] | ||
სიმაღლე | 1.89[3] | ||
სათამაშო პოზიცია | თავმდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
ბლაგოევგრადის პირინი | |||
ცსკა სოფია | |||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1998–2001 | ცსკა სოფია | 50 | (26) |
2001 | ბაიერ ლევერკუზენი II | 7 | (6) |
2001–2006 | ბაიერ ლევერკუზენი | 154 | (69) |
2006–2008 | ტოტენჰემი | 70 | (27) |
2008–2012 | მანჩესტერ იუნაიტედი | 108 | (48) |
2012–2014 | ფულემი | 51 | (19) |
2014–2015 | მონაკო | 38 | (13) |
2015–2016 | პაოკი | 17 | (4) |
2017–2018 | კერალა ბლასტერსი | 9 | (1) |
ეროვნული ნაკრები | |||
1999 | ბულგარეთი 18 წლ. | 2 | (2) |
1999–2000 | ბულგარეთი 21 წლ. | 3 | (3) |
1999–2010 | ბულგარეთი | 78 | (48) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 13 იანვარი, 2018 |
ბერბატოვმა თამაში დაიწყო მშობლიურ ქალაქ ბლაგოევგრადში. შემდეგ ის გადავიდა „სოფიის ცსკა-ში“ 1998 წელს, როდესაც ის 17 წლის იყო.[5] 2001 წლის იანვარში ის გადავიდა „ლევერკუზენის ბაიერში“ და 18 თვის შემდეგ, 2002 წელს, პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, როდესაც ის შეცვლაზე შევიდა ფინალში, „მადრიდის რეალის“ წინააღმდეგ, რომელიც „ბაიერმა“ წააგო, ანგარიშით 1-2. ლევერკუზენში ხუთწელიწადნახევრის ასპარეზობის შემდეგ, ის შეუერთდა ინგლისის კლუბ „ტოტენჰემ ჰოთსფურს“ 2006 წლის ივლისში, სადაც მან გაატარა ორი წელი, ვიდრე მანჩესტერში გადავიდოდა. მან მეორედ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2009 წელს ითამაშა, სადაც „მანჩესტერი“ დამარცხდა „ბარსელონასთან“, ანგარიშით 0-2. ბერბატოვი პირველი არაინგლისელია პრემიერ ლიგის ისტორიაში, რომელმაც გაიტანა ხუთი გოლი ერთ მატჩში, როდესაც მანჩესტერმა 7-1 დაამარცხა „ბლექბერნ როვერსი“ 2010 წლის ნოემბერში.[6]
ბერბატოვმა 2012 წელს დატოვა „მანჩესტერი“ და შეუერთდა ინგლისურ კლუბ „ფულემს“. შემდეგში ასპარეზობდა რამდენიმე გუნდში, მათ შორის „მონაკოში“, „„პაოკსა“ და „კერალა ბლასტერსში“.