თვალშისაცემი მოხმარება
From Wikipedia, the free encyclopedia
თვალშისაცემი მოხმარება — ტერმინი, რომელიც აღნიშნავს მოხმარებლის მიერ უფრო მაღალი ხარისხის ან უფრო მეტი რაოდენობით პროდუქციის ან სერვისის შეძენას, ვიდრე ამის პრაქტიკული საჭიროება არსებობს.[1] უფრო კონკრეტულად, ესაა მომხმარებლის ხარჯვითი ქცევა, მიმართული ძვირადღირებული პროდუქციის შეძენისკენ, რისი მიზანიც საკუთარი მატერიალური მდგომარეობის საჯარო დემონსტრირებაა. ამ მომხმარებლებისთვის ხარჯვის გზით ეკონომიკური სიძლიერის წარმოჩენა სოციალური სტატუსის მოპოვებას ან უკვე არსებულის შენარჩუნებას ემსახურება.[2][3]
ტერმინის ავტორია თორსტეინ ვებლენი. თვალშისაცემი მოხმარების შესახებ ვებლენის თეორიის განვითარებამ საფუძველი დაუდო შემდეგი ტერმინების ჩამოყალიბებას: გამაღიზიანებელი მოხმარება, პროდუქციის მოჩვენებითი მოხმარება, რისი მიზანიც სხვა ადამიანებში შურის გაღვივებაა; და თვალსაჩინო თანაგრძნობა, ქველმოქმედების გაღება, რაც დონორის უპირატესი სოციო-ეკონომიკური სტატუსის წარმოჩენას და მისი სოციალური პრესტიჟის ამაღლებას ემსახურება.[4]
თვალშისაცემი მოხმარებისგან მომდინარეობს კონსუმერიზმის კონცეფცია.[5]