ისლამოფობია
From Wikipedia, the free encyclopedia
ისლამოფობია — შიში, ზიზღი ან მიუღებლობა ისლამისა და მუსლიმების მიმართ.[1][2] ისლამოფობია განსაკუთრებით მაშინ ვლინდება, როდესაც ისლამი განიხილება, როგორც გეოპოლიტიკური ძალა ან ტერორიზმის წყარო.[3] მკვლევარების ნაწილი ტერმინს განიხილავს როგორც ქსენოფობიის ან რასიზმის ნაირსახეობა; ზოგიერთი ექსპერტის აზრით ისლამოფობიის გაძლიერება გამოიწვია 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულმა აქტებმა და ისლამური სახელმწიფოს შექმნამ.