კანადის პროვინციები და ტერიტორიები
From Wikipedia, the free encyclopedia
კანადა მსოფლიოში სიდიდით მეორე ქვეყანაა. კანადის ტერიტორია იყოფა პროვინციებად და ტერიტორიებად. ამჟამად ქვეყნის შემადგენლობაში არის 10 პროვინცია და 3 ტერიტორია. 1867 წლისათვის კანადა შედგებოდა ორი პროვინციისაგან ონტარიოსა და კვებეკისგან, მოგვიანებით ქვეყნის შემადგენლობაში სხვა ტერიტორიებიც შევიდა. 1870 წელს ქვეყნის შემადგენლობაში შევიდა დიდი ბრიტანეთის კოლონია, რესპურიტის მიწა, ახლანდელი ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორიები. მოგვიანებით კანადის შემადგენლობაში სხვა ტერიტორიებიც შევიდა, მათ შორის ჩრდილოური კანადური არქიპელაგის კუნძულებიც. კანადის ადმინისტრაციული დაყოფა შემუშავდა 1867 წლის კონსტიტუციაში, მაშინ როდესაც ქვეყანამ დიდი ბრიტანეთისგან დომინიონის სტატუსი მიიღო. ფართობის მხრივ ყველაზე დიდი ტერიტორიები უკავიათ ნუნავუტის და ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორიას.