კირენაიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
კირენაიკა (ძვ. ბერძნ. Κυρηναϊκή, ქალაქ კირენას მიხედვით; არაბ. برقة; ბერბერული: Berqa) — ლიბიის აღმოსავლეთი რეგიონის ისტორიული სახელი, რომელსაც თვით-გამოცხადებული ავტონომიის სტატუსი აქვს. ტომთა ყრილობაზე ეროვნულ ფედერაციონალური ფედერაციული ბლოკის პარტიამ კირენეიკა გამოაცხადა ავტონომიურ რეგიონად, თუმცა ადგილობრივი მმართველობის ნაცვლად მთელს რეგიონზე ეროვნული გარდამავალი საბჭოს დე-ფაქტო ხელისუფლება ვრცელდება.[4][5][6]
სწრაფი ფაქტები ლიბიის თვით გამოცხადებული ნახევრად ავტონომიური რეგიონი, ქვეყანა ...
ლიბიის თვით გამოცხადებული ნახევრად ავტონომიური რეგიონი[1] | |
---|---|
კირენაიკა Barqa / Barka برقة | |
ლიბიის ისტორიული რეგიონები | |
ქვეყანა | ლიბია |
კოორდინატები | 32°31′49″ ჩ. გ. 21°12′52″ ა. გ. |
დაარსდა | 2012 წლის 6 მარტი |
ფართობი | 855,370[2] კმ² |
მოსახლეობა | 1,613,749[3] კაცი (2006) |
სიმჭიდროვე | 1.9 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+2 |
დახურვა
რეგიონს ანტიკურ პერიოდში ასევე პენტაპოლისი ეწოდებოდა. რომაულ პერიოდში ის წარმოადგენდა კრეტის და კირენაიკას პროვინციის ნაწილს, მოგვიანებით გაიყო ლიბია პენტაპოლისად და ლიბია სიკად. ისლამურ პერიოდში ტერიტორიას ეწოდებოდა ქალაქ ბარკას შესაბამისად ეწოდებოდა - ბარქა.