ნიუ-იორკის უნივერსიტეტი (ინგლ.New York University, შემოკ.: NYU) — მნიშვნელოვანი კერძო კვლევითი უნივერსიტეტი ნიუ-იორკში[21]. მისი მთავარი კამპუსი, მანჰეტენისგრინვიჩ-ვილიჯის რაიონშია. დაარსდა 1831 წელს, ალბერტ გალატინისა და გავლენიანი ნიუ-იორკელების ჯგუფის მიერ. მსოფლიოს უნივერსიტეტების აკადემიურ რეიტინგში, იგი მსოფლიოს 32 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა[22][23][24]. NYU მსოფლიო კლასის უნივერსიტეტია, რომელიც 11 აკადემიურ ცენტრს მოიცავს შემდეგ ქალაქებში: აკრა, ბერლინი, ბუენოს-აირესი, ფლორენცია, ლონდონი, მადრიდი, პარიზი, პრაღა, სიდნეი, თელ-ავივი და ვაშინგტონი[25][26].
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ლექტორებსა და კურსდამთავრებულებს შორის, 37 ნობელის პრემიის ლაურეატი, 30 პულიცერის პრემიის ლაურეატი, 30-ზე მეტი ოსკაროსანი და ეროვნული მეცნიერებათა აკადემიების ასობით წევრია. კურსდამთავრებულთა შორის აგრეთვე არიან სახელმწიფოს მეთაურები, სამეფო ოჯახის წევრები, გამოჩენილი მათემატიკოსები, გამომგონებლები, მედიის წარმომადგენლები, ოლიმპიური მედალოსნები და ასტრონავტებიც[27][28][29].