ნოე ისლამში
From Wikipedia, the free encyclopedia
ნოე, ასევე ცნობილი როგორც ნუჰი (არაბ. نُوْحٌ რომანიზებული: Nūḥ) — ღმერთის წინასწარმეტყველი და მაცნე ისლამში. ის არის ერთ-ერთი ულუ ალ-აზმის წინასწარმეტყველთაგანი. [1] ნოეს მისია იყო გაეფრთხილებინა თავისი ხალხი, რომელიც გარყვნილებასა და სიძვაში იყო ჩაძირული. ღმერთმა ნოეს დააკისრა ექადა ხალხისთვის, მოუწოდებდა მათ დაეტოვებინათ კერპთაყვანისმცემლობა, პატიოსანი და სუფთა ცხოვრებით ეცათ თაყვანი ერთადერთი ღმერთისთვის. [2] მიუხედავად იმისა, რომ ის გულმოდგინებით ქადაგებდა ღვთის ცნებას, მისმა ხალხმა უარი თქვა გამოსწორებაზე, რამაც გამოიწვია კიდობნის აგება და დიდი წარღვნა. ისლამურ ტრადიციაში სადავოა, დიდი წარღვნა გლობალური მოვლენა იყო თუ ადგილობრივი.[3]