ოდესა
ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ უკრაინაში / From Wikipedia, the free encyclopedia
ოდესა (უკრ. Одеса) — ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ უკრაინაში, უმნიშვნელოვანესი პორტი შავ ზღვაზე და ოდესის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქის მოსახლეობა 2004 წლის მონაცემებით იყო 1.012.500 ადამიანი.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ოდესა უკრ. Одеса რუს. Одесса | |||||
| |||||
ქვეყანა | უკრაინა | ||||
ოლქი | ოდესაოდესის ოლქი|ოდესა | ||||
შიდა დაყოფა | Peresypskyi Raion, Prymorskyi Raion, Khadzhybeiskyi Raion და Kyivskyi Raion, Odesa | ||||
კოორდინატები | 46°26′00″ ჩ. გ. 30°47′00″ ა. გ. | ||||
მერი | გენადი ტრუხანოვი[1] | ||||
დაარსდა | XV საუკუნე | ||||
პირველი ხსენება | 1415 | ||||
ადრეული სახელები | ჰაჯიბეი | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1794 | ||||
ფართობი | 236.9 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 40±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 1 010 537 (1 იანვარი, 2022)[2] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3, UTC+2 და აღმოსავლეთ ევროპული დრო | ||||
სატელეფონო კოდი | 048 | ||||
საფოსტო ინდექსი | 65000–65480 | ||||
საავტომობილო კოდი | BH და НН / 16 | ||||
ოფიციალური საიტი | http://omr.gov.ua/ | ||||
ოდესა თბილ წყალზე მდებარეობს, თუმცა მისი სამხედრო მნიშვნელობა საკმაოდ შეზღუდულია. თურქეთის მიერ დარდანელის სრუტესა და ბოსფორზე კონტროლის დაწესებამ ნატოს შესაძლებლობა მისცა ოდესიდან ხმელთაშუა ზღვაზე მიმოსვლა შეეზღუდა. ქალაქს ორი მნიშვნელოვანი პორტი აქვს: თავად ოდესა და იუჟნი (საერთაშორისო მნიშვნელობის ნავთობ ტერმინალი), რომელიც ქალაქის გარეუბანში მდებარეობს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პორტი, ილიჩევსკი, იმავე ობლასტში მდებარეობს, ოდესის სამხრეთ-დასავლეთით. ერთობლიობაში ეს სამი პორტი და სარკინიგზო სისტემა მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს. ოდესის ნავთობ და ქიმიურ-გადამმუშავებელი ქარხნები რუსეთისა და ევროპის ქსელებთან სტრატეგიული მნიშვნელობის სადენებით არის დაკავშირებული.
ოდესა სიდიდით მეხუთე ქალაქია უკრაინაში და ასევე მისი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი. მე-19 საუკუნეში ის იყო იმპერიული რუსეთის მესამე ქალაქი მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის შემდეგ. ქალაქის ისტორიულ არქიტექტურას უფრო ხმელთაშუა იერი დაჰკრავს ვიდრე რუსული, ფრანგული და იტალიური მიმდინარეობების გავლენით. ოდესისთვის ყოველთვის იყო დამახასიათებელი თავისუფალი ნება და იუმორი, შესაძლოა მისი მდებარეობისა და მულტიკულტურიზმის წყალობით.