პროტესტანტიზმი
From Wikipedia, the free encyclopedia
პროტესტანტიზმი ლათ. protestans — ქრისტიანობის სამი მთავარი განშტოებიდან ერთ-ერთია და წარმოადგენს რამდენიმე მსხვილი მიმდინარეობის და ბევრი დამოუკიდებელი ეკლესიის ერთობლიობას, რომლებიც წარმოშობით დაკავშირებულნი არიან შუა საუკუნეებში კათოლიკური ეკლესიის რეფორმაციასთან. პროტესტანტიზმი გულისხმობდა მანამდე გავრცელებული რელიგიური თეორიების და დგომების ცვლილებას, საღვთო გადმოცემის, ეკლესიის მამების და თვით ეკლესიის ავტორიტეტში დაეჭვებას. სახელი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან protestari რაც დაწუნებას, საწინააღმდეგო აზრის გამოთქმას ნიშნავს.
ქრისტიანობა |
წმინდა წერილი |
---|
ძველი აღთქმა |
ახალი აღთქმა (სახარება) |
ისტორია |
მოციქულების ეპოქა |
ეკლესიის დევნის პერიოდი |
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება |
მსოფლიო საკლესიო კრებები |
დიდი სქიზმა |
კიდევ... |
მიმდინარეობები |
მართლმადიდებლობა |
კათოლიციზმი |
მონოფიზიტობა |
პროტესტანტიზმი |
კიდევ... |
ღვთისმეტყველება |
შობა |
ჯვარცმა |
ამაღლება |
ანტიქრისტე |
კიდევ... |
სხვადასხვა |
ქრისტიანობა |
პორტალი |
პროტესტანტიზმი |
ჰუსიტები • ლოლარდები • ვალდენსები • ჩეხი ძმები
ანგლიკანიზმი • კალვინიზმი • ლუთერანობა • ცვინგლიანობა
ადვენტისტები • ამიშები • ანაბაპტიზმი • ახალსამოციქულო ეკლესია • ბაპტიზმი • კვაკერები • კონგრეგაციონალიზმი • მეთოდიზმი • მენონიტები • ორმოცდაათიანელობა • პიეტიზმი • პრესვიტერიანობა • პურიტანები • ხსნის არმია
პენტეკოსტალიზმი • რევივალიზმი • ევანგელიკალიზმი • ფილიპინების დამოუკიდებელი ეკლესია ეს დაფა:
|
პროტესტანტიზმი იზიარებს საერთო ქრისტიანულ მოძღვრებას ღმერთის არსების, მისი სამბუნებოვნების, სულის უკვდავების, სამოთხისა და ჯოჯოხეთის შესახებ, თუმცა უარყოფს კათოლიციზმის სწავლებას განსაწმენდლზე. პროტესტანტიზმისთვის ამოსავალია ოთხი პუნქტი
- Sola fide – ადამიანი ცხონდება მხოლოდ რწმენით და არა მისი ქმედებებით
- Sola gratia – ადამიანი ცხონდება მხოლოდ მადლით და არა მისი ქმედებებით
- Solus Christus – მხოლოდ ქრისტეა ავტორიტეტი და არა ეკლესია
- Sola scriptura – მხოლოდ წმინდა წერილი არის რწმენის საფუძველი და არა საეკლესიო ტრადიცია
ამჟამად მსოფლიოში 900 მილიონამდე პროტესტანტია, აქედან 350 მილიონი აფრიკაში, 120 მილიონი ევროპაში, 80 მილიონი ლათინურ ამერიკაში, 65 მილიონი აზიაში და 10 მილიონი ავსტრალიასა და მიმდებარე კუნძულებზე.