სავე
From Wikipedia, the free encyclopedia
სავე (ინგლ. Save River) — მდინარე სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში.
სწრაფი ფაქტები სავე ინგლ. Save River, ქვეყანა ...
სავე ინგლ. Save River | |
---|---|
ქვეყანა | ზიმბაბვე, მოზამბიკი |
სათავის მდებარეობა | ჰარარედან 80 კმ-ით სამხრეთით |
შესართავი |
ინდოეთის ოკეანე 20°54′15″ ს. გ. 35°03′46″ ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | მოზამბიკის სრუტე |
სიგრძე | 400 კმ |
აუზის ფართობი | 106 420 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
სავე ვიკისაწყობში |
დახურვა
მდინარე მიედინება ზიმბაბვეში და მოზამბიკში[1][2]. მდინარის სათავე მდებარეობს ზიმბაბვეში, 80 კმ-ით სამხრეთით დედაქალაქ ჰარარედან. მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ, კვეთს სახელმწიფო საზღვარს ზიმბაბვესა და მოზამბიკს შორის. ჩაედინება ინდოეთის ოკეანეში, მოზამბიკის სრუტეში.
მდინარის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 400 კმ-ს. აქვს რამდენიმე შენაკადი. მდინარის წყალი გამოიყენება სარწყავად. მდინარეზე შესაძლებელია ნაოსნობა 100 კმ-ის მანძილზე ინდოეთის ოკეანესთან შეერთებამდე.