სან-ლორენსო დე ალმაგრო (საფეხბურთო კლუბი)
არგენტინული საფეხბურთო კლუბი / From Wikipedia, the free encyclopedia
სან-ლორენსო დე ალმაგრო ან უბრალოდ სან-ლორენსო (ესპ. Club Atlético San Lorenzo de Almagro) — არგენტინული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ბუენოს-აირესიდან. ჩამოყალიბდა 1908 წლის პირველ აპრილს. ასპარეზობს არგენტინის პრიმერა დივიზიონში და ითვლება ერთ-ერთ ძლიერ და პოპულარულ გუნდად არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში. „ბოკა ხუნიორსთან“,[2] „ინდეპენდიენტესთან“,[3][4] „რივერ პლეიტთან“[5] და „რასინგ კლუბთან“[6] ერთად შედის არგენტინული საფეხბურთო კლუბების დიდ ხუთეულში. არგენტინის თხუთმეტგზის ჩემპიონი და თექვსმეტგზის ვიცე-ჩემპიონი, მერკოსურის თასის (2001),[7] სამხრეთ ამერიკის თასის (2002),[8] ლიბერტადორესის თასისა (2014) და არგენტინის სუპერთასის (2015) მფლობელი.
სწრაფი ფაქტები სრული სახელი, მეტსახელი ...
სრული სახელი |
Club Atlético San Lorenzo de Almagro კლუბ ატლეტიკო სან-ლორენსო დე ალმაგრო | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი |
Los Santos (წმინდანები) Los Cuervos (ყვავები) | |||
დაარსდა | 1 აპრილი, 1908; 116 წლის წინ (1908-04-01) | |||
სტადიონი |
ესტადიო პედრო ბიდეგაინი „ელ ნუევო გასომეტრო“ [1] ბუენოს-აირესი, არგენტინა (ტევადობა: 47 964 მაყურებელი) | |||
პრეზიდენტი | ორასიო არესეიგორი | |||
მწვრთნელი | რუბენ დარიო ინსუა | |||
ლიგა | არგენტინის პრიმერა დივიზიონი | |||
2022 | მე-6 | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
დახურვა