საუდები
From Wikipedia, the free encyclopedia
საუდები (არაბ. آل سعود Āl Saʻūd) — საუდის არაბეთის მმართველი სამეფო ოჯახი. ოჯახს ჰყავს ათასობით წევრი. ისინი წარმოადგენენ მუჰამად იბნ საუდისა და მისი ძმების შთამომავლებს, თუმცა მმართველ კლასს წარმოადგენენ მხოლოდ იბნ საუდის პირდაპირი შთამომავლები.
ოჯახის ყველაზე გავლენიანი წევრი არის საუდის არაბეთის მეფე. გვირგვინი გადაეცემათ იბნ საუდის შვილებს. 2006 წლის სამეფო დადგენილებით ომავალში მეფის არჩევა მოხდება საუდის პრინცების კომიტეტზე.[1] ოჯახი მოიცავს დაახლოებით 15 000 წევრ, თუმცა რეალური ძალაუფლება განაწილებულია მხოლოდ 2000 ადამიანზე.[2][3]
საუდების დინასტიამ გამოიარა სამი ფაზა: საუდების პირველი სახელმწიფო, საუდების მეორე სახელმწიფო და თანამედროვე საუდის არაბეთი. საუდების პირველი სახელმწიფო გამოირჩეოდა ისლამის გავრცელებით, ხოლო მეორე მუდმივი ბრძოლებით. დღევანდელ საუდის არაბეთს აქვს მნიშვნელოვანი გავლენა შუა აღმოსავლეთში. საუდებს ჰქონდათ კონფლიქტები: ოსმალეთის იმპერიასთან, მექას შარიფთან, ჯებელ-შამარისს მმართველ ოჯახ ალ რაშიდებთან და სხვა და სხვა მუსლიმანურ დაჯგუფებებთან როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის გარეთ.