საჰარა
უდაბნო აფრიკაში / From Wikipedia, the free encyclopedia
საჰარა — მსოფლიოში უდიდესი ქვიშიანი უდაბნო, ფართობით 9 მლნ კმ². მდებარეობს ჩრდილოეთ აფრიკაში. უდაბნოს ასაკი დაახლოებით 2,5 მილიონი წელია. სახელი „საჰარა“ მომდინარეობს არაბულიდან (صحراء) და ნიშნავს უდაბნოს. მას აფრიკის ტერიტორიის დაახლოებით 1/4 უკავია, ანუ თითქმის ავსტრალიის ტოლი ფართობი. საჰარის ფარგლებში მთლიანად ან ნაწილობრივ მოქცეულია 11 სახელმწიფო: მაროკო, ალჟირი, ტუნისი, ლიბია, ეგვიპტე, დასავლეთი საჰარა, მავრიტანია, მალი, ნიგერი, ჩადი, სუდანი. საჰარის უდიდესი ნაწილი უწყლო და უსიცოცხლოა, რადგან მისთვის დამახასიათებელია მეტად მკაცრი და გაუსაძლისი ბუნებრივი პირობები: ზაფხულში გამორჩეულად დიდი სიცხე (ჩრდილში ტემპერატურა +40-50 გრადუსს აღწევს); დიდი სიმშრალე (წლიური ნალექი თითქმის ყველგან 100 მმ-ზე ნაკლებია, ხოლო ზოგან წვიმა წლობის განმავლობაში არ მოდის); ძლიერი ხანგრძლივი ქარები; ტემპერატურის დიდი დღე-ღამური რყევები (ამპლიტუდები), როდესაც დღისით პაპანაქებაა, ხოლო ღამით ყინავს. გაუდაბნოების უწყვეტი პროცესის გამო საჰარის ფართობი იზრდება. საჰარის რელიეფის დამახასიათებელი ფორმებია ბარხანი (თურქ.) და დიუნი.
ტერმინს „საჰარა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ საჰარა (მრავალმნიშვნელოვანი). |